დავით უსუფაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.
ჯასტინ მაკკენზი სმიტის განცხადებით, ის მოხარულია,რომ დიპლომატიურ კარიერას სწორედ საქართველოში აგრძელებს. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ის პირველად 2009 წელს იმყოფებდა და კარგად იცნობს როგორც ქვეყანას, ასევე, მის წინაშე არსებულ გამოწვევებსაც.
შეხვედრაზე ისაუბრეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე.
საუბარი შეეხო დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებასაც. ჯასტინ მაკკენზი სმიტის თქმით, ბრექსითი არ მოახდენს გავლენას საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობებზე, პირიქით, არსებული ურთიერთობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება. მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში არსებულ ვითარებასა და მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. განიხილეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებიც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
