საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით უსუფაშვილი IRI-ს და NDI-ს სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდა

თავმჯდომარე 06 ოქტომბერი 2016
დავით უსუფაშვილი IRI-ს და NDI-ს სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. 

დავით უსუფაშვილმა სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისა და გაწეული საქმიანობისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობაზეც. მხარეებმა წინასაარჩევნო გარემო და დღეს არსებული ვითარება მიმოხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს IRI-სთან და NDI-სთან ერთად, ეუთოს, ევროსაბჭოს და სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.

„გვქონდა შეხვედრა ორ ძალიან მნიშვნელოვან სადამკვირვებლო ორგანიზაციასთან - NDI, IRI, ორი ამერიკული ორგანიზაცია, მოგეხსენებათ, არიან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საარჩევნო პროცესებში. საქართველოში ჩამოსულნი არიან ძალიან მაღალი დონის დელეგაციებით ორივე, ხელმძღვანელები, ევროპელი პოლიტიკოსები ჰყავთ დელეგაციაში და როგორც ყოველთვის, აპირებენ, დადონ ძალიან პირუთვნელი დასკვნა იმის თაობაზე, რასაც ნახავენ საარჩევნო პროცესებში.

ჩვენ ერთხმად აღვნიშნეთ, რომ შედარებაც არ შეიძლება იმასთან, რაც იყო 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში არჩევნებამდე, თუმცა ისიც შეშფოთებით აღინიშნა, რომ ბოლო ხანებში გახშირებული მოვლენები და ძალიან მძიმე შემთხვევები ძალადობის საფრთხეს ქმნის, რომელიც თავიდან უნდა იქნას აცილებული.

მე დარწმუნებული ვარ, მათი აქ ყოფნა და ძალიან ბევრი სხვა დამკვირვებლის ეუთოდან, ევროსაბჭოდან, ბევრი სხვა პარლამენტებიდან მე პირადად, 30-მდე პარლამენტის თავმჯდომარეს მივწერე თხოვნით, რომ გამოეგზავნა დამკვირვებლები.

მათი უმრავლესობა გამოგვეხმაურა და ჩამოვლენ დამკვირვებლები საქართველოში და მე ვიმედოვნებ, რომ ეს ფაქტიც გააციებს იმ ცხელ თავებს, რომლებიც რაღაც სხვა გზებით და საშუალებებით აპირებენ ამომრჩეველზე ზემოქმედებას. ეს იქნება ასაფეთქებელი მოწყობილობები თუ ამ ასაფეთქებელი მოწყობილობების თაობაზე შემდგომ საუბრები. ეს იქნება პირდაპირი ძალადობა თუ პირდაპირი ფსიქოლოგიური ზემოქმედება ამომრჩეველზე.

ასე რომ, კიდევ ერთხელ, საქართველოს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ მათი თავისუფალი არჩევანი იქნება გარანტირებული, მათ შორის დამკვირვებლების აქ ყოფნის გამო, თქვენით იქნება გარანტირებული, იმიტომ, რომ თქვენ არ მოგვცემთ საშუალებას, რამე სისულელე ჩავიდინოთ ამ დარჩენილ დღეებში და თავად მოქალაქეებმაც, ყველამ 8 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი მომავლის თაობაზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი უცხოელი კოლეგების აქ ყოფნაც დღეს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა
01 ივნისი 2026

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
01 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა
29 მაისი 2026

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R