საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კობა კობალაძემ საჯარო შეხვედრა გამართა და მოსახლეობას საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

მაჟორიტარი დეპუტატები 08 დეკემბერი 2017
კობა კობალაძემ საჯარო შეხვედრა გამართა და მოსახლეობას საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

მე-20-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დეპუტატი, კობა კობალაძე გლდანის მოსახლეობას შეხვდა და მათ საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

გლდანის რაიონის გამგეობაში გამართულ შეხვედრაზე, რაიონის მაჟორიტარმა, პარლამენტის წევრის პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებზე ისაუბრა. მან მოსახლეობას, ნდობის მანდატისა და დიდი მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კობა კობალაძის მოსახლეობასთან შეხვედრის ტრადიცია წლების წინ, ჯერ კიდევ საკრებულოს წევრობის დროს დაიწყო და იგი დღემდე გრძელდება, რაც პარლამენტის წევრის შეფასებით, მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაციის კარგ საშუალებას წარმოადგენს.

„დეპუტატები, მოსახლეობის წინაშე ვართ ანგარიშვალდებულნი და შესაბამისად, პერიოდულად ვიკრიბებით და გაწეული საქმიანობის ანგარიშს ვაცნობთ მათ, თუ რა და როგორ გაკეთდა და რა გეგმები გვაქვს სამომავლოდ. ყოველივე ამას ერთობლივად განვიხილავთ, რაც აღნიშნულ პროცესში ჩემი საარჩევნო ოლქის მოსახლეობის ჩართულობას უზრუნველყოფს. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო და აღვნიშნო, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ არის განზოგადოებული და განშორებული ხალხის ინტერესებისგან, პირიქით, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და მათ მიმართ ანგარიშვალდებულებას“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას, მაჟორიტარმა დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი კანონპროექტები გააცნო მოსახლეობას.

მან განსაკუთრებული ყურადღება საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაამახვილა. ასევე ისაუბრა ვეტერანთა უფლებებზე, ნარკოპოლიტიკასა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებზე.

კობა კობალაძე საკომიტეტო საქმიანობასაც შეეხო და თავდაცვისა და უშიშროების კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე და დიასპორის და ემიგრაციაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საკითხებზეც ისაუბრა.

როგორც მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას აღინიშნა, საანგარიშო პერიოდში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში 3520 წერილი და განაცხადი შევიდა, 37-ჯერ გამართულ შეხვედრაზე კი დეპუტატმა 1152 მოქალაქე მიიღო. ადგილებზე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობის მიზნით კი მაჟორიტარის ბიურომ 92 გასვლითი შეხვედრა გამართა.

მოსახლეობასთან გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

შეხვედრის დასასრულს, მოქალაქეთა კვლევის და მაჟორიტარულ ოლქში გამოკვეთილი საჭიროებების ანალიზის პრეზენტაცია მოეწყო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა
30 ნოემბერი 2023

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება
27 ივლისი 2023

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით
12 მაისი 2023

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
08 დეკემბერი 2022

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს
30 მაისი 2022

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R