საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით უსუფაშვილი საქართველოს კონსტიტუციის 20 წლის ამსახველი კრებულის პრეზენტაციას დაესწრო

თავმჯდომარე 28 სექტემბერი 2016
დავით უსუფაშვილი საქართველოს კონსტიტუციის 20 წლის ამსახველი კრებულის პრეზენტაციას დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, სასტუმრო „რუმსში“, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ საქართველოს კონსტიტუციის 20 წლის ამსახველი კრებულის პრეზენტაციას დაესწრო.

გამოცემა აკადემიური სტატიების ერთიანობაა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ტექსტისა და კონსტიტუციური წესრიგის შესახებ მოგვითხრობს. კრებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის შესავალი სიტყვით იწყება.
ღონისძიება ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ხუციშვილმა გახსნა.

შეკრებილ საზოგადეობას სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა მიმართეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ დიდი მადლობა გადაუხადა, რომელმაც მისი შეფასებით „კიდევ ერთი საშური საქმე დააგვირგვინა“.

„20 წელი საქართველოს კონსტიტუციის - ეს უკვე სერიოზული თარიღია. რა თქმა უნდა, არის დაგროვილი გამოცდილებაც, ცოდნაც, მიღწევებიც, შეცდომებიც იმისთვის, რომ საფუძვლიანად გაანალიზდეს თუ სად ვართ, საიდან წამოვედით კონსტიტუციური ფუნდამენტის შექმნის თვალსაზრისით, რა ეტაპზე ვართ, რა გავაკეთოთ და როგორ გავაკეთოთ“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა 1993-1995 წლების სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე, მის წინა პერიოდზე, როცა საქართველოში კონტიტუციის თემატიკა საზოგადოებაში აქტუალური ხდებოდა, კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში არსებულ ნაკლოვანებებზე, მათი შეცვლის პროცედურებზე და შესაძლებლობებზე.

დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში კონსტიტიცია „ამუშავდა“ და ეს ძალიან კარგი და ძალიან სწორია. მისი თქმით, კონსტიტუციას გამოუჩნდნენ არა მარტო სრულიად ახალი ტიპის მკითხველები, არამედ კონსტიტუციას გამოუჩნდა რეალური მცველი -საკონსტიტუციო სასამართლო. „იმ პრობლემებში, იმ ქაოტურ მოვლენებში, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, არის რაღაც სახელმწიფოებრივი ჩონჩხის და კონსტიტუციური ფუნდამენტის გამოკვეთის ნიშნები, რომელსაც ხელი უნდა შევუწყოთ ვისაც შეგვიძლია, ვისაც ამისთვის რამე ბერკეტი გაგვაჩნია. და მაშინ, ფეხზე დადგება ჩვენი ქვეყანაც, ჩვენი სახელმწიფოც. ეს ასე იქნება“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილმა, თავის გამოსვლაში, 1921 წლის კონსტიტუციაზე და მის ისტორიულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „დღეს, საქართველოს, ჩვენს ერს, ჩვენს ქვეყნას თუ რამე აქვს სახელმწიფოებრივად საამაყო, ერთ-ერთი ეს არის 1921 წლის კონსტიტუცია, იმიტომ, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელშიც თავმოყრილია უამრავი მაშინდელი თანამედროვე, მოწინავე, საინტერესო ფორმულირება და დებულება“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და იმედი გამოთქვა, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის 30 წელი შესრულდება, გამოიცემა ახალი კრებული და „მაშინ, კიდევ უფრო მეტად ვიამაყებთ ჩვენი კონსტიტუციური პროცესით“.

ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტები დაესწრნენ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარი გააკეთა.

„ძალიან საინტერესო წიგნის პრეზენტაცია შედგა დღეს. მე მქონდა ბედნიერება ამ კრებულში პატარა შესავალი დამეწერა და მოხარული ვარ, რომ დღეს ამდენი დაინტერესებული პირი შეიკრიბა იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუცია ხდება სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტი ჩვენი ქვეყნისთვის. იყო დრო, როდესაც კონსტიტუცია აინტერესებდა სპეციალისტების ძალიან ვიწრო წრეს. დღეს, კონსტიტუციის დებულებები აინტერესებს ყველა პოლიტიკოსს, ყველა საჯარო მოხელეს. ეს ძალიან კარგია. გადაიდგა სერიოზული ნაბიჯები კონსტიტუციური ფუნდამენტის შესაქმნელად. თავად კონსტიტუციას ბევრი დახვეწა სჭირდება, მაგრამ სჯობია ის ტექსტი, რაც დღეს გვიწერია კონსტიტუციაში, რეალურად მოქმედებდეს ქვეყანაშა, ვიდრე ის ვითარება, რაც ჩვენ გვქონდა ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ, როდესაც კონსტიტუციაში ვისაც რა უნდოდა იმას ჩაწერდა და ასე ვითარდებოდა პროცესი. კონსტიტუციის გარეშე, ჩვენ ვერ შევქმნით ეფექტურ სახელმწიფოს, კონსტიტუციური წესრიგის გარეშე ჩვენ ვერ მოვაგვარებთ ვერც ერთ პრობლემას რაც ქვეყნას აქვს. ასე, რომ მე ვუსურვებ ყველა დაინტერესებულ პირს გაეცნოს ამ წიგნს და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩვენი საერთო ისტორია“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა
01 ივნისი 2026

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
01 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა
29 მაისი 2026

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R