საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

თავმჯდომარე 15 სექტემბერი 2016
დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და მონაწილეობა მიიღო დებატებში თემაზე: „ეროვნული პარლამენტები და ევროპის საბჭო: ერთად დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობისთვის“.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ერთ-ერთი ლიდერია ევროსაბჭოსთან მჭიდრო ურთიერთობის კუთხით. მისი თქმით, ამ წარმატებული თანამშრომლობის შედეგია, ის რომ საქართველოს პარლამენტმა ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის შედეგად ადამიანთა უფლებების სტრატეგია დაამტკიცა და მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის ფარგლებში მთავარი პრიზი - „ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდო” გადაეცა. „შეუძლებელი იქნებოდა ეს ყველაფერი ევროსაბჭოს მხარდაჭერის გარეშე“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშილის განცხადებით, ევროსაბსაბჭოს წევრებს, ამავდროულად მართებთ უფრო მეტი პრინციპულობა და თანმიმდევრულობა, როცა საქმე ადამიანის უფლებებს შეეხება. „არსებობს ერთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, არა მრავალი. შესაბამისად, მას სჭირდება სწორი და თანმიმდევრული ინტერპრეტაცია“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველამ ერთად უნდა დაიცვას ის ღირებულებები, რისთვისაც შეიქმნა ორგანიზაცია და მნიშვნელოვანია, რომ დელეგატები თავიანთ საქმიანობას უფრო შემოქმედებითად მიუდგნენ.

დებატების დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციის მიმდინარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ძალიან სერიოზულ საკითხებზე მიდის მსჯელობა. ეს არის ევროპის მომავალი, ევროპის დღევანდელი პრობლემები, აგრეთვე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის საკითხში პარლამენტებს შორის თანამშრომლობის თემები.

მე მქონდა გამოსვლა კონფერენციაზე, სადაც ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ საჭიროა მეტი პრინციპულობა ევროსაბჭოს მხრიდან იმისათვის, რომ საბაზისო ღირებულებები იქნეს დაცული. კოლეგებს შევახსენე, რომ სამი წლის წინ, საქართველოს დაუწესდა ორწლიანი სანქცია იმის გამო, რომ რუსეთის დუმის დეპუტატებს არ მივეცით საშუალება ქართული კანონების დარღვევით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების. უკრაინა, ამის შემდეგ მოხდა. ასე რომ საერთაშორისო სტრუქტურები თუ არ იქნებიან პრინციპული მაშინ როდესაც ამას ჯერ კიდევ აზრი აქვს, მაშინ მივიღებთ უფრო დიდ ტრაგედიებს. მე კოლეგებს გავუზიარე ეს ძალიან პრინციპული ხედვა, რომ რუსეთის დაბრუნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და სანქციის მოხსნა არ იქნება სწორი ნაბიჯი იმიტომ, რომ არც ერთი ის პრობლემა, რის გამოც რუსეთს სანქცია დაუწესდა არ არის მოგვარებული. პირიქით, ვითარება უარესდება. ასე რომ ასეთ ფორუმებზე ჩვენ შევეცდებით დავიცვათ საქართველოს ინტერესები და აგრეთვე ის ღირებულებები, რომლის გარშემოც აშენდა ევროპა და უნდა განვითარდეს მომავალში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დღეს, სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა ორდღიანმა ევროპულმა კონფერენციამ. ორდღიან ფორუმს ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები ესწრებიან.

ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში 350-მდე დელეგატი იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერაა ორგანიზებული.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა
01 ივნისი 2026

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
01 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა
29 მაისი 2026

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R