საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის განცხადება

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 11 აპრილი 2016
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის განცხადება

ნატოს ვარშავის სამიტამდე, რომლის მოახლოებასთან ერთად, საქართველო დამოუკიდებლობის 25 წლისთავს აღნიშნავს, მინდა კიდევ ერთხელ ცხადად განვაცხადო ჩვენი ქვეყნის მტკიცე და ურყევი კურსის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. ეს კურსი არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკური პარტიის კუთვნილებას. ეს არის ჩვენის ქვეყნის ურყევი ნება, არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. ეს კურსი ჩვენს ფასეულობებს, ჩვენს თვითმყოფადობას შეესაბამება. სწორედ ამიტომ ყველა საწინააღმდეგო მოსაზრება უსაფუძვლოა და პესპექტივა არ აქვს.

ალიანსის ოფიციალურ წარმომდგენლებს, ყველაზე მაღალ დონეზე, არაერთხელ განუცხადებიათ, რომ საქართველო ღირსია გახდეს ნატოს წევრი, ვინაიდან პასუხობს პოლიტიკური ბლოკის სტანდარტებს და ამასთან ერთად ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის აღიარებული ლიდერია. სწორედ ამიტომ, ჩვენი შეუქცევადი სვლა ევროპისკენ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სახით მალე დამატებით სტიმულს მიიღებს.

ამასთან, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიკოსი და რეალისტია. თანამედროვე მსოფლიოს რთულ ვითარებაში არსებული პოლიტიკური რეალობების გათვალისწინებით, ის არ ქმნის არარეალურ მოლოდინებს საზოგადოებაში. ჩემი ღრმა რწმენით, თვით პროცესიც ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე არანაკლებ სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც საბოლოო მიზანი - ამ ორგანიზაციებში გაწევრიანება. ეს პროცესი საქართველოს წინსვლის, რეფორმებისა და მოდერნიზაციის შესაძლებლობას აძლევს ამერიკელი და ევროპელი საიმედო პარტნიორების დახმარებით, გაატაროს წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმა, ააშენოს სტაბილური საზოგადოება ინსტიტუციონალური დემოკრატიის საფუძველზე. ყოველივე ეს, დამოუკიდებელ სასამართლო ორგანოებთან, თავისუფალ მედიასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან, ჭეშმარიტ პოლიტიკური პლურალიზმთან და განვითარებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, განასხვავებულს ხდის ბოლო წლების საქართველოს რაც ვარშავის სამიტის გზაზე წარმატების საწინდარია.

2012 წლის შემდგომ, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა, რომ ატარებს ღია, ტრანსპარენტულ პოლიტიკას, რომელიც დამყარებულია დასავლურ ღირებულებებსა და იდეალებზე. ამას აღიარებენ ქართულ საზოგადებაშიც და საქართველოს ფარგლებს მიღმაც. დიახ, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ იდეალურები, მაგრამ საკუთარ თავზე მუდმივად ვმუშაობთ. ნებისმიერი საუბრები იმაზე, რომ საქართველომ შესაძლოა თავისი კურსიდან გადაუხვიოს, არის შეუსაბამო, ხოლო დისკუსიები ამ თემაზე სხვა არაფერია, თუ არა ცხადი მაგალითი თავისუფალი აზრის გამოხატულებისა ჩვენს საზოგადოებაში. საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი არ უნდა გახდეს ქვეყნის შიგნით სპეკულაციების საგანი, ეს ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ოპონენტებს, რადგან სხვადასხვაგვარი ილუზიების გაჩენას უწყობს ხელს.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანი არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ. განსაკუთრებით ეს უნდა კარგად გაიგოს და მიიღოს რუსეთმა. ჩვენ ვემხრობით თანასწორუფლებიან პარტნიორობას, მაგრამ ჩვენი სუვერენული უფლებაა ავირჩიოთ განვითარების ვექტორი საქართველოსთვის. ჩვენ მზად ვართ კეთილმეზობლური ურთიერთობებისთვის, მაგრამ არა ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანოდ.

ჩვენი გზა არ არის მარტივი და ეს კარგად გვესმის. ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველომ გაიარა იმაზე მეტი გამოცდა, რაც სხვა ქვეყნებს ასწლეულობის განმავლობაშიც არ განუცდიათ. დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს მომავალ სამიტზე, რომელიც გარანტირებულად სამართლიან, ღია, პატიოსან საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩატარდება, ჩვენი პარტნიორებისგან და მოკავშირეებისგან მხარდაჭერის მკაფიო სიტყვებს მოვისმენთ. მწამს, რომ ნატოს სამიტის გადაწყვეტილებები და მათი განხორციელების პროცესი გახდის ჩვენს ქვეყანას უფრო ძლიერს, დემოკრატიულს, სტაბილურს, შინაარსიანს, ფუნქციონალურს, ანუ ჭეშმარიტად ევროპულს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
31 მაისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა
28 მაისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R