საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადება

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 13 ოქტომბერი 2016
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადება

საქართველოში ჩატარდა ყველაზე სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, რის გარანტიასაც „ქართული ოცნება“ იძლეოდა. ამას არა მარტო საქართველოს მოქალაქეები აღიარებენ, არამედ ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ერთხმად საუბრობს, საიდანაც 420 დამკვირვებელი იყო წარმოდგენილი. არჩევნების წარმატებით ჩატარებისათვის საქართველომ უკვე მიიღო მილოცვა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისაგან.

უახლოეს პერიოდში გაიმართება არჩევნების მეორე ტური, რის შემდეგაც „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბებს მთავრობას, რომელსაც ასევე, დიდი ნდობა ექნება საქართველოს მოსახლეობის მხრიდან და ჩვენს უცხოელ პარტნიორებში პატივისცემას დაიმსახურებს. „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა, 2012 წლიდან მოყოლებული, რაციონალიზმზე, პრაგმატიზმზე და სტრატეგიული პარტნიორების ინტერესების გათვალისწინებაზეა ორიენტირებული, მაგრამ პირველ რიგში, ის ორიენტირებულია საკუთარ ნაციონალურ ინტერესებსა და ფასეულობებზე. საქართველოს დასავლური კურსი ჩვენი მოსახლეობის ისტორიულ არჩევანს წარმოადგენს. „ქართულმა ოცნებამ“ ამ გზაზე უკვე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და იგი აუცილებლად მოიპოვებს კიდევ დიდ გამარჯვებებს.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20%, აქაც ჩვენი ქვეყნის მთავრობა ატარებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც სრულად პასუხობს ეროვნულ ინტერესებს. კერძოდ, ის ეფუძნება მყარ პრინციპულ პოზიციას სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე. ხოლო საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი შემოთავაზებულ იქნა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ყურადღება მივაქციე რუსეთის დუმის დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნებით თითქოს ჩვენმა მოსახლეობამ უარი თქვა დასავლურ კურსზე. ბატონი კალაშნიკოვის ეს განცხადება სრულიად მოწყვეტილია რეალობას. შესაძლოა მას დაავიწყდა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველომ მოახდინა პროდასავლური იდეალების დეკლარირება, თუმცა რუსეთთან მიმართებაში დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა, რომ არაფერი ვთქვათ დანაშაულებზე, მათ შორის დათმობებზე სხვადასხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში. სწორედ ექს-პრეზიდენტის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღო რუსეთმა კონტროლი საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიულ სფეროებზე. უკვე აღარაფერს ვამბობ 2008 წლის ტრაგედიაზე.

ამგვარად, მინდა დავარწმუნო ბატონი კალაშნიკოვი და მისი ის კოლეგები, რომლებიც იმედოვნებენ, რომ „ქართული ოცნება“ გადახედავს საგარეო პოლიტიკურ ვექტორებს - ეს არ მოხდება. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, დასავლელ პარტნიორებთან აქტიური და ეფექტური თანამშრომლობა არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პრიორიტეტი და იგი პასუხობს საქართველოს მოსახლეობის სურვილს. სწორედ კალაშნიკოვის მიერ ნახსენები ორიენტაციის ცვლილების შესაძლებლობა პასუხობს სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
31 მაისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა
28 მაისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R