საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 13 მაისი 2019
დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინა

დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეხვედრა გამართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილთან. 

ზეპირი მოსმენის მთავარ საკითხს წამოადგენდა თუ როგორ მუშაობს და რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, რა აქტივობებს ახორციელებს და როგორ თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან რუსული დეზინფორმაციის კამპანიის გავლენების შესამცირებლად.

„დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მოკვლევის დაწყება გარკვეულწილად, განაპირობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო წლების ანგარიშებში ამ გამოწვევების, როგორც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეზე მითითებამ. ბუნებრივია, მოკვლევის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უწყება, რომელიც ყველაზე სრულ ინფორმაციას ფლობს თუ როგორც მუშაობს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის სისტემა საქართველოში სწორედ, ეს უწყებაა. ამიტომ, დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა იმ საკითხებს თუ რა საპასუხო ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საფრთხეების შესამცირებლად, როგორი კოორდინაცია არსებობს მათსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა უწყებებს შორის ერთიანი პოლიტიკის, ურთიერთშეთანხმებული მექანიზმების განსაზღვრის კუთხით და როგორი შეიძლება იყოს ამ პროცესში პარლამენტისა და პოლიტიკური პარტიების როლი და მონაწილეობა“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ. 

მოკვლევის პროცესის ბოლოს, ჯგუფი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის წარსადგენად დასკვნას და რეკომენდაციების პროექტს შეიმუშავებს.

თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებიდან მთავარი მომხსენებლის, ნინო გოგუაძის გარდა, შეხვედრას ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი ხატიძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი ბოკერია და ჯგუფის მკვლევარი გიორგი გობრონიძე ესწრებოდნენ.

თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობისა და მიღებული მასალების შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პარლამენტის ვებგვერდზე >>>

პროექტის მხარდამჭერია ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის (WFD)

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
31 მაისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა
28 მაისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R