საქართველოს პარლამენტის წევრის რამაზ ნიკოლაიშვილის ვიზიტი კიშინიოვში

საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამეტო ასამბლეაში (PABSEC) და PABSEC-ის სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რამაზ ნიკოლაიშვილი, კიშინიოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში ნიკოლაიშვილმა მოლდოვის ახლადარჩეულ პარლამენტის თავმჯდომარესთან, ზინაიდა გრეჩანთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. შეხვედრას PABSEC-ის გენერელური მდივანი, ასაფ გაჯიევიც ესწრებოდა. ასამბლეის წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
საქართველოს პარლამენტის წევრი მოლდოვის რესპუბლიკაში PABSEC-ის ოფიცილური მიწვევით იმყოფება.