თედო ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის სამეფოში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე, სამუშაო ვიზიტით ნორვეგიაში, ქ. ოსლოში იმყოფება, სადაც შეხვედრები გაიმართა ნორვეგიის პარლამენტის (სტორტინგის) პრეზიდენტთან, ოლემიქ თომესენთან, სტორტინგის საგარეო საქმეთა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანიკენ ჰუიტფელდტთან და ევროპის ეკონომიკური ზონის და ევროკავშირის საკითხებში ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ელსბეთ ტრონსტადთან.
შეხვედრებისას, საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოსა და რუსეთის ურთიერობებს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ასევე, საუბარი შეეხო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხსაც. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მიზნით, აუცილებელია კონფლიქტის მოგვარება. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
შეხვედრებისას აღინიშნა, რომ ნორვეგია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, ასევე, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მზად არის საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიაროს მას.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ ინტერვიუ მისცა ნორვეგიულ ერთ-ერთ წამყვან გაზეთ „VG“-ს.
