თინათინ ხიდაშელი, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ლენარტ მერის მე-8 კონფერენციას დაესწრება

24 აპრილს, ლენარტ მერის მე-8 კონფერენციას ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკილვესი, პოლონეთის პარლამენტის თავმდჯომარე, რადოსლავ სიკორსკი და ესპანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ანა პალაციო გახსნიან.
წლევანდელი კონფერენციის განსახილველი თემებია: უკრაინის მაგალითი ბალტიის რეგიონისთვის; მიგრაცია - შესაძლებლობა თუ საფრთხე; მსოფლიო - პუტინის მიხედვით, პუტინი - მსოფლიოს მიხედვით; უკრაინა: არის თუ არა სურვილი და არის თუ არა შესაძლებლობა?
ფორუმზე, რომელიც ორ დღეს გრძელდება, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხები, ტრადიციულად, ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის პერსპექტივიდან განიხილება. მომხსენებლებად მიწვეულები არიან ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთისა და მსოლფიოს სხვა ქვეყნების პირველი პირები, მინისტრები, პარლამენტის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
კონფერენციას ლენარტ მერის სახელი ცნობილი ესტონელი მწერლის, რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის პატივსაცემად ეწოდა, რომელიც 1992—2001 წლებში ესტონეთის პრეზიდენტი იყო.
