თინათინ ხიდაშელი ევრონესტის კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
მედია და საზოგადოება 19 იანვარი 2015

20-21 იანვარს ქ. ბრიუსელში ევრონესტის კომისიის სხდომა გაიმართება. კომისიის სხდომაში მონაწილეობას პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი მიიღებს.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები ევროპარლამენტის წევრებთან.
კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალ საფეხურზე აყვანის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისათვის ევროპულ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეში მჭიდრო ინტეგრაციის პერსპექტივებზე.
