ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.
ზვიად შალამბერიძე მოსწავლეებს საპარლამენტო საქმიანობასა და საჯარო სექტორში ახალგაზრდების დასაქმების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
შეხვედრისას ახალგაზრდები იმ პროცედურებით დაინტერესდნენ, რომელსაც ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - სახელმწიფო ბიუჯეტი საბოლოო დამტკიცებამდე გადის.
„საუბარი გვქონდა როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე საჯარო სტრუქტურებზე. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად საინტერესო და ხელმისაწვდომია საჯარო სექტორი ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდობასა და განახლებას ყოველთვის ახლავს თან ახალი იდეები და ინიციატივები“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პარლამენტში სტუმრობის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.
