საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა“ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პირველი სხდომა გამართა

მედია და საზოგადოება 13 თებერვალი 2025
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა“ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პირველი სხდომა გამართა

პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი, საორგანიზაციო სხდომა გაიმართა.


სხდომამ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, თეა წულუკიანი აირჩია, კომისიის მდივნად კი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი - სოზარ სუბარი.


როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, კომისიის საქმიანობის მთავარი შედეგი იქნება დოკუმენტი, ისტორიული მნიშვნელობის დასკვნა და კომისიის მუშაობა დაეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებს.


„ჩვენ ფაქტებზე დაფუძნებულად უნდა შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც ისტორიას დარჩება. ნებისმიერი ადამიანი, ვინც გარკვეული წლების შემდეგ ჩაიხედავს ამ დოკუმენტში, ეცოდინება ვინ და როგორ მართავდა ქვეყანას 2003 - 2012 წლებში. აი, ეს არის მთავარი! ჩვენ შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ის დასკვნა, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარვადგენთ, იყოს ღირსეული და მართლაც, ისტორიული მნიშვნელობის. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.


დღესვე, კომისიის წევრებმა კომისიის დებულების პროექტი შეიმუშავეს, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება.


თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ რეჟიმის შეფასებისას, კომისია დაეყრდნობა ქართული სასამართლოების განაჩენებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, საერთაშორისო ანგარიშებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს.


„არაერთ მნიშვნელოვან საქმეზე განაჩენია დამდგარი ქვეყნის შიგნით ქართული სასამართლოების მხრიდან. ჩვენ მოგვიწევს ვიხელმძღვანელოთ იმ პრინციპით, რასაც ჰქვია Res judicata. ჩვენ არ ვართ ის ორგანო, რომელმაც კანონიერ ძალაში შესული განაჩენი შეიძლება გადასინჯოს ან გადახედოს. ჩვენ ასეთ განაჩენებს გამოვითხოვთ და მათ დავეყრდნობით რეჟიმის შესაფასებლად. ასევე, იმავე პრინციპით, ჩვენ დავეყრდნობით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ასეთიც არაერთი არსებობს და გამოვიყენებთ ამ მასალას, როგორც უკვე შემდგარ ფაქტს იმიტომ, რომ ამ განაჩენებსა და გადაწყვეტილებებში ყველა ფაქტი შესწავლილია, დახასიათებაც მოცემულია და უფრო მეტიც -კვალიფიკაციაც, ან სანქციაა დამდგარი სტრასბურგში ან სასჯელი საქართველოში. ეს იქნება ჩვენი ინფორმაციის მეორე წყარო. მესამე წყარო კი, ახალი ინფორმაციები იქნება“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.


თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კომისია ყველა მიმართულებით იმუშავებს, იქნება ეს სასჯელაღსრულების, სასამართლოს, ჩამორთმეული ქონებების, საჯარო მოხელეების, არჩევნების თუ სხვა რომელიმე მიმართულება.


„ომის ნაწილში, ჩვენ დავინტერესდებით პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობით. შესაძლებელი იყო თუ არა, თუნდაც ის, რომ ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოში დავა რუსეთის წინააღმდეგ უკეთესად მომზადებულიყო და ცხელ კვალზე, ასე ვთქვათ, მოგებულიც ყოფილიყო“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.


როგორც თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კომისიის მიერ მოსმენაზე მოწვეულ პირს კანონით აქვს ვალდებულება ითანამშრომლოს კომისიასთან.


​„ითანამშრომლებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ დროებით საგამოძიებო კომისიასთან ეს კითხვა არ დგას, რადგან კანონით მათ აქვთ თანამშრომლობის ვალდებულება და თუ რომელიმე მათგანი, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიწვევთ მოსმენაზე, უარს განაცხადებს მობრძანებაზე, ჩვენი კანონმდებლობა ამ შემთხვევაში საკმაოდ მკაცრ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა
12 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
12 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R