საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა

მედია და საზოგადოება 08 ივლისი 2026
ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.

როგორც მან აღნიშნა, გადამეტებული პოლიტიზება ეუთო-ს ინსტიტუტებსა და მექანიზმებს, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პლატფორმის ნაცვლად, შერჩევითი პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად აქცევს.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობა აბსტრაქტული ცნება არ არის, ის მისი ავტორიტეტის საფუძველია. როდესაც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს არა დადასტურებული ფაქტების, არამედ მოკლევადიანი ხმაურიანი სათაურების ჭრილში განვიხილავთ, ჩვენ მხოლოდ რეალობას კი არ ვამახინჯებთ, ვაზიანებთ იმ ინსტიტუტსაც, რომელსაც თავად ვემსახურებით.

  • ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას არ დაუდგენია, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. მიუხედავად ამისა, ეს ასამბლეა ეუთო/ოდირის დასკვნის გაყალბებას აპირებს.

 

  • მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს არაფერი დაუდგენია გარდა ბრალდებებზე მითითებისა. მიუხედავად ამისა, ეს ასამბლეა ამ ბრალდებების დადასტურებულ ფაქტებად წარმოჩენას აპირებს.

 

  • საქართველოში სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცნენ როგორც მოძალადე დემონსტრანტები, ისე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, ეს ასამბლეა აპირებს იმის მტკიცებას, რომ თურმე „მშვიდობიანმა“ დემონსტრანტებმა დაწვეს პარლამენტი, თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს და დააზიანეს ასობით პოლიციელი.

 

ასეთი გადამეტებული პოლიტიზება ეუთოს ინსტიტუტებსა და მექანიზმებს, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პლატფორმის ნაცვლად, აქცევს შერჩევითი პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად.

ორმაგი სტანდარტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას არ აძლიერებს. პირიქით, ის მას შიგნიდან ანგრევს.

როდესაც საქართველოს შესახებ რეზოლუციები დაუდასტურებელი ბრალდებებისა და ცალმხრივი ინტერპრეტაციების გავრცელების საშუალებად იქცევა, ჩვენ ვკარგავთ იმ სახელმწიფოების ნდობას, რომლებიც ეუთოს მიუკერძოებელ აქტორად და კეთილსინდისიერ შუამავლად მიიჩნევენ.

ქვეყნები სულ უფრო მეტად აღიქვამენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას არა საერთო პრინციპების დამცველად, არამედ შერჩევითი პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებლად. შედეგად ვიღებთ ნაკლებ მონაწილეობას, შესუსტებულ თანამშრომლობას და ასამბლეის თანდათან მარგინალიზებას. ამით ჩვენ ვასუსტებთ იმ ორგანიზაციის ლეგიტიმურობას, რომლის დაცვაც ჩვენს მიზანს უნდა წარმოადგენდეს.

ძვირფასო კოლეგებო, თუ გვსურს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ სანდოობა შეინარჩუნოს, ჩვენი ერთადერთი კომპასი უნდა იყოს ფაქტები, ფაქტები და მხოლოდ ფაქტები“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ჰააგაში იმყოფება, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს.
​

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა
08 ივლისი 2026

საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
08 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის ეგიდით სპორტული ტურნირები დაიწყო
08 ივლისი 2026

საქართველოს პარლამენტის აპარატის ეგიდით სპორტული ტურნირები დაიწყო

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
07 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზოგადი განათლების რეფორმის საკითხები სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილა
07 ივლისი 2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზოგადი განათლების რეფორმის საკითხები სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R