საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ანგარიში მოისმინა

მედია და საზოგადოება 11 აპრილი 2025
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ანგარიში მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2024 წლის ანგარიში მოისმინა.


მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო გულეიშვილის ინფორმაციით, 2024 წელს ენერგოომბუდსმენის სამსახურს მომხმარებლებმა მიმართეს როგორც ოფისებში ვიზიტებით, ასევე სოციალური ქსელის, სატელეფონო კავშირისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებებით.


მისი თქმით, საანგარიშო წელს საქმის წარმოების დაწყების საფუძვლად დაფიქსირდა ე.წ. ოქმების ჩანაწერის რეკორდული მაჩვენებელი - 144 ოქმი, საიდანაც უმეტესობა იყო კოლექტიური პრეტენზიები, რომლებიც ეხებოდა სხვადასხვა სოფლების, უბნების ან კორპუსების მცხოვრებთა საერთო პრობლემებს.


ნინო გულეიშვილის ინფორმაციით, 2024 წელს სამსახურში რეგისტრირებული სრული კორესპონდენციის რიცხვი შეადგენს 1406-ს, მათ შორის, 606 ახალი განცხადება-საჩივარია. სამსახურმა სამართლებრივი კონსულტაცია გაუწია 2250 მომხმარებელს. სოციალური ქსელითა და ტელეფონის საშუალებით დახმარება გაეწია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს - ჯამში, 8000-ზე მეტ მომხმარებელს.


ნინო გულეიშვილის განცხადებით, ენერგოომბუდსმენის სამსახურის დახმარებით მომხმარებელთა სასარგებლოდ შესწორებულმა ზედმეტად ან უსაფუძვლოდ დარიცხულმა თანხამ 175 ათას ლარს მიაღწია.


„საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა ენერგოკომპანიებში გააგზავნა 618 რეკომენდაცია, რომელთა საფუძველზე მომხმარებლებს დაუკორექტირდათ თანხა, ჯამში 50 ათას ლარამდე. ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო 12 სადავო საქმეზე და მოქალაქეებს დაუკორექტირდათ თანხები, ჯამში 125 ათას ლარამდე“, - აღნიშნა ნინო გულეიშვილმა.


მომხსენებლის განცხადებით, 2024 წლის განმავლობაში სამსახურმა მონაწილეობა მიიღო და ჩაატარა სხვადასხვა აქტივობა, რომელიც ემსახურება მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერებას და მიზნად ისახავს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას.


კომიტეტმა დადებითად შეაფასა სამსახურის საქმიანობა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
03 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R