რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა.
კომიტეტის თავმჯდომარე საწარმოს საქმიანობას, სოციალური მეწარმეობის მიმართულებით არსებულ პრაქტიკასა და მიმდინარე პროექტებს გაეცნო. ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი შშმ თემის მხარდაჭერასა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაში სოციალური საწარმოს მნიშვნელოვან როლზე.
შეხვედრის მონაწილეებმა სოციალური საწარმოების განვითარების მნიშვნელობასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს სოციალური საწარმოების ინსტიტუციური მხარდაჭერის შესაძლებლობები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ეკონომიკური გაძლიერების, დასაქმებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის საკითხები.
ამასთანავე, ხაზი გაესვა სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოციალური საწარმოების თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს ინკლუზიური გარემოს შექმნასა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საწარმოში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი.
