დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ.
როგორც სიტყვით გამოსვლის დროს დავით მათიკაშვილმა განაცხადა, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები მრავალწლიან მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება, რაც შემდგომი თანამშრომლობისთვის მყარ საფუძველს ქმნის.
დავით მათიკაშვილმა ხაზი გაუსვა 16-17 ივლისს, საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც ორმხრივ დოკუმენტებს მოეწერა ხელი.
მაღალი დონის ვიზიტებზე საუბრისას დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ 2025 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამი ვიზიტი განახორციელა თურქმენეთში.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის 23-24 თებერვალს, თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე დუნიაგოზელ გულმანოვა ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, რაც ხაზს უსვამს საქართველოსა და თურქმენეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
