საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

მედია და საზოგადოება 15 ივლისი 2026
გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ საჯარო სკოლებში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
სიტყვით გამოსვლისას, გიორგი ჩაკვეტაძემ საჯარო სკოლებში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება განათლება პასუხობდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებს, აერთიანებდეს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას და თითოეულ ახალგაზრდას საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების რეალიზების მრავალფეროვან გზას სთავაზობდეს“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.


მისივე თქმით, მიმდინარე წელს პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული, რომლის თანახმად, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, პირველად მიეცათ შესაძლებლობა, არჩევანი არა მხოლოდ უმაღლეს, არამედ, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზეც გააკეთონ.


აღნიშნული ინიციატივის, სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმების კუთხით მიღწეული შედეგებისთვის, გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს მადლობა გადაუხადა.


კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.


„დღეიდან, თქვენთვის ახალი შესაძლებლობებითა და პასუხისმგებლობით სავსე ეტაპი დაიწყო. გისურვებთ მიღებული ცოდნა და პროფესიული უნარები წარმატებით გამოიყენოთ, არასოდეს შეწყვიტოთ განვითარება, თამამად მიჰყვეთ არჩეულ გზას და თქვენი შრომითა და პროფესიონალიზმით ღირსეული წვლილი შეიტანოთ საქართველოს განვითარებასა და კეთილდღეობაში“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.


ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.


ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა.


ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2024 წელს საპილოტე რეჟიმში საქართველოს 20 საჯარო სკოლაში დაინერგა. პირველ ეტაპზე პროგრამებში 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებმა მიიღეს როგორც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი, ისე პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი.
დღეის მდგომარეობით, პროგრამები უკვე 80-ზე მეტ საჯარო სკოლაში ხორციელდება.


ღონისძიებაზე საჯარო სკოლებში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის პროცესში შეტანილი წვლილისთვის პროგრამაში მონაწილე სკოლების დირექტორებს მადლობის სიგელები გადაეცათ.


ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები - რიმა ბერაძე, ეკა სეფაშვილი და ლიკა შარტავა ესწრებოდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R