საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს

მედია და საზოგადოება 13 დეკემბერი 2022
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს

პარლამენტის წევრების: კახა კახიშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ანტონ ობოლაშვილის და ირმა ზავრადაშვილის საკანონმდებლო ინიციატივით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მომზადდა. საკანონმდებლო ინიციატივაზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა პირველი მოსმენით ისაუბრა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს სხდომას შორის ფუნქციების განაწილება მოხდება. მისივე თქმით, ცვლილება მერის თანამდებობაზე ასარჩევად დაწესებულ ასაკობრივ ცენზსაც შეეხება და იგი 25 წლით განისაზღვრება.

„ცვლილების შემდეგი ნაწილი მერისა და საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტას უკავშირდება. მოქმედი რედაქციით, კალენდარული წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ მერის წარდგენილ ბიუჯეტს საკრებულო არ დაამტკიცებს, ორივე მათგანის უფლებამოსილება ვადაზე ადრე წყდება. ჩვენ მოვიძიეთ მაგალითები და არც ერთ ევროპულ ქვეყანაში მსგავსი მოდელი არ არსებობს. ქვეყნის მასშტაბითაც ასეა - თუ პარლამენტი პრემიერმინისტრს არ დაუმტკიცებს ბიუჯეტს, არც ერთი უფლებამოსილება არ წყდება. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ შესასწორებელია ის საკითხი, რაც თვითმმართველობის კუთხით არის ჩაწერილი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე დისკუსია გაიმართა. კომიტეტის ოპოზიციონერმა წევრებმა ბიუჯეტის არ დამტკიცების შემთხვევაში, საკრებულოს დათხოვნის გადაწყვეტილება გააპროტესტეს და საკანონმდებლო ცვლილებებს პოლიტიკური შეფასებები მისცეს. კახა კახიშვილის განცხადებით, კანონპროექტის მეორე მოსმენით წარდგენამდე, დაინტერესებულ მხარეებთან დამატებითი კონსულტაციები გაიმართება, სადაც კოდექსში შესატანი ცვლილებები დაზუსტდება.

საკითხის განხილვის შემდეგ, კომიტეტმა კენჭი უყარა სხდომაზე განხილულ საკანონმდებლო ინიციატივას და პლენარულ სხდომაზე საკითხის პირველი მოსმენით გატანას მხარი დაუჭირა.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა
08 ივლისი 2026

ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა
08 ივლისი 2026

საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა

შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
08 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის ეგიდით სპორტული ტურნირები დაიწყო
08 ივლისი 2026

საქართველოს პარლამენტის აპარატის ეგიდით სპორტული ტურნირები დაიწყო

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
07 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R