საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ მოისმინა

მედია და საზოგადოება 06 ივნისი 2024
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ მოისმინა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ ინფორმაცია მოისმინა.


მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ასევე, 80 246.1 მლნ ლარით განისაზღვრა მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში, რაც 10.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8 210.1 აშშ დოლარს შეადგენს.


მისი თქმით, 2023 წლის ბოლოს წლიური ინფლაციის დონემ 0.4 პროცენტი შეადგინა, თუმცა საშუალო ინფლაცია 2.5 პროცენტია, რაც მიზნობრივ ინფლაციაზე დაბალი იყო.


როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, საგარეო სექტორმა მნიშვნელოვანი წვლილი ითამაშა გასული წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.


„2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 604.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.9 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 6 090.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - 9.1 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი 15 514.0 მლნ აშშ დოლარს - 14.5 პროცენტით მეტი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.


ანგარიშის თანახმად, 2023 წელს, საქართველოს 7 072.2 ათასი ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 30.3 პროცენტით მეტია. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი, 4 125.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17.3 პროცენტით 2022 წლის მაჩვენებელზე.


გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2023 წელს, საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1 594.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


​დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა 22 124 175.5 ათასი ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 102.2%-ია. გადასახადების მაჩვენებელმა კი, 19 732 619.8 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101.7%.

ხარჯვით ნაწილზე საუბრისას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ათვისების მაჩვენებელი 725,5 მილიონი ლარია, რაც 103,8 პროცენტს შეადგენს.


​გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ასევე გააცნო ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“.


„2024 წლის ბიუჯეტი დავგეგმეთ 5,2 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის გაანგარიშებით, თუმცა უკვე 4 თვეში გაცილებით მაღალი გვაქვს ეკონომიკური ზრდის ტემპები, მათ შორის, აპრილში დაფიქსირდა 11,8%, შესაბამისად, ჯამში 8 %-ზე მეტია ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას გვაძლევს გადავხედოთ დაგეგმილ მაჩვენებლებს. ჩვენ განვაახლეთ წლევანდელი პროგნოზი და 5.2%-ის ნაცვლად, წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ველოდებით, რომ 6%-მდე გაიზრდება. ასევე, მომდევნო წლებში საშუალო მაჩვენებელი იქნება 5,2%-ის ფარგლებში. რაც შეეხება სხვა პარამეტრებს, მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი იქნება მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში. არ ველოდებით რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ამ კუთხით - წელს 2,5% იქნება, მომდევნო წლებში კი, 3%-ის ფარგლებში. რაც შეეხება ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტს, წელს გავალთ 87,7 მილიარდი ლარის ნიშნულზე, მომდევნო წელს - 95 მილიარდზე და უკვე 2028 წლისთვის 120 მილიარდ ლარამდე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.


​როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, სამინისტროების მიმართულებებით ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, თუმცა, მიმდინარეობს მუშაობა ახალ პროგრამაზე და შესაძლებელია საჭირო გახდეს გარკვეული კორექტივების განხორციელება ამ კუთხით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

მსგავსი

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
10 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R