საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

მედია და საზოგადოება 10 ივლისი 2026
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შემადგენლობით, ქალაქ იაუნდეში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს. 

ყოველწლიური სესია ასამბლეის კომიტეტების სხდომებით გაიხსნა.


საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაში, რომლის ფარგლებშიც წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესაუბრათ საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ. 

კომიტეტის სხდომაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი კახიანმა სიტყვით მიმართა მონაწილეებს და მათ საქართველოში პოლიტიკური ვითარების, განხორციელებული რეფორმებისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

მანვე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ უკანონო ოკუპაციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და ე.წ.ბორდერიზაციის პროცესზე ისაუბრა.


ასევე აღნიშნა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვის მნიშვნელობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პროცესში. 

გიორგი კახიანმა  ხაზი გაუსვა ქვეყნის სუვერენული უფლების პატივისცემის აუცილებლობას, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებები. ასევე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ პროგრესზე, ქვეყნის მზარდ როლზე რეგიონულ სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში, მათ შორის, „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში. მანვე აღნიშნა, რომ მშვიდობაზე, სტაბილურობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას და ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას. 

გამოსვლისას დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოს წვლილზე სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით, მათ შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

გიორგი კახიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ უკრაინისადმი გაწეულ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე და აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამოწვევების გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ დიალოგის, თანამშრომლობისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემის გზით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მსგავსი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის, რეგიონული და ადგილობრივი საბჭოების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის, რეგიონული და ადგილობრივი საბჭოების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ
09 ივლისი 2026

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ჭადრაკის ტურნირი „საქართველოს პარლამენტის ჩემპიონატი ჭადრაკში 2026“ გაიმართა
09 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ჭადრაკის ტურნირი „საქართველოს პარლამენტის ჩემპიონატი ჭადრაკში 2026“ გაიმართა

პარლამენტის წევრები ხულოს მუნიციპალიტეტში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებს გაეცნენ
09 ივლისი 2026

პარლამენტის წევრები ხულოს მუნიციპალიტეტში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებს გაეცნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R