საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: საკანონმდებლო ცვლილებით, პარლამენტარებს ექნებათ სრული წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით

მედია და საზოგადოება 22 Dec 2021
ალექსანდრე რაქვიაშვილი: საკანონმდებლო ცვლილებით, პარლამენტარებს ექნებათ სრული წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით

„იმისთვის, რომ მოვიყვანოთ ორგანული კანონი კონსტიტუციასთან თანხვედრაში, შეგვაქვს ცვლილება ორგანულ კანონში ეროვნულ ბანკზე, სადაც პარლამენტარებს ექნებათ სრული წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს იქნება შესაძლებლობა ვიმსჯელოთ პრობლემებზე, რაც ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით არსებობს“, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „გირჩმა“ დღეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებას გულისხმობს.

 

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრს მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით გამოითხოვოს.

 

ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, კანონპროექტი შეამცირებს ეროვნული ბანკის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკებს.

 

„პარლამენტს გვაქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და ვალდებულება, განვახორციელოთ ზედამხედველობა ეროვნული ბანკის საქმიანობაზე, მაგრამ ეს თეორიულადაც შეუძლებელია, იმიტომ, რომ ეროვნულ ბანკს აქვს გასაიდუმლოებული მთელი რიგი ინფორმაცია, რომელიც მის საქმიანობას ეხება. ასეთ გარემოება გამორიცხავს რამე ზედამხედველობას. იმისთვის, რომ მოვიყვანოთ ორგანული კანონი კონსტიტუციასთან თანხვედრაში, შეგვაქვს ცვლილება ორგანულ კანონში ეროვნულ ბანკზე, სადაც პარლამენტარებს ექნებათ სრული წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს არანაირ დამატებით რისკებს არც ფინანსური სისტემისთვის, არც სხვა პრობლემას არ აჩენს, მაგრამ გვაძლევს ჩვენ, პარლამენტარებს შესაძლებლობას გავიგოთ რა ხდება ეროვნულ ბანკში და თუ იქ პრობლემები იქნება, ამაზე ვიმსჯელოთ და განვახორციელოთ ზედამხედველობა“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 Jun 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
03 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 Jun 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 Jun 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R