საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ალუდა ღუდუშაური ბიზნესომბუდსმენს შეხვდა

მედია და საზოგადოება 22 ივნისი 2023
ალუდა ღუდუშაური ბიზნესომბუდსმენს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური საქართველოს ბიზნესომბუდსმენს, ოთარ დანელიას შეხვდა.


შეხვედრაზე ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს. როგორც ალუდა ღუდუშაურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ყურადღება გამახვილდა ორი წლის წინ, მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ, ბიზნესის წახალისებისა და დარეგულირების მიზნით მიღებულ „მეწარმეთა შესახებ“ კანონზე.


„საუბარი გქონდა პრაქტიკაში ბიზნესის მხრიდან რამდენად სწორად არის დანახული კანონმდებლობაში ჩვენ მიერ ჩადებული მიდგომები და რეგულაციები, ხომ არ იყო ბიზნესიდან ისეთი წუხილები, რომელიც სისტემატიზებულ ხასიათს ატარებს და რომელიც ახლებურად გადააზრებას ან მიდგომას საჭიროებს. როგორც ბიზნესომბუდსმენმა განაცხადა, კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციებს დადებითი და ხელშესახები შედეგები მოაქვს და „მეწარმეთა შესახებ კანონის“ მიღება ბიზნესისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო. მათი მხრიდან მოვისმინეთ ინფორმაცია დაგეგმილი სამომავლო ნაბიჯების შესახებ. შევთანხმდით, რომ ამ ვითარებაში და მათ შორის, რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ბიზნესთან ერთად ვიმსჯელებთ იმ საკითხებზე, რომელიც ახლებურ მიდგომებს საჭიროებს იმისათვის, რომ ყველა გამოწვევა ვაქციოთ შესაძლებლობად და კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ბიზნესს. ყველაფერი ეს, საბოლოო ჯამში, ქმნის იმ პროდუქტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს. ძლიერი ბიზნესი წარმოშობს კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილს და დაგროვილი დოვლათი, რომელიც თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ოჯახში უნდა იყოს, განაპირობებს იმას, რომ ქვეყნის წინსვლა და განვითარება იქნება შეუქცევადი“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R