საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 05 Jun 2026
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების კონფერენციაში (COSAP) მიიღო მონაწილეობა, რომელიც 4-5 ივნისს, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქალაქ სტრუგაში გაიმართა. კონფერენციის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტი იყო.
 
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე.
 
საპარლამენტთაშორისო სხდომა ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარემ აფრიმ გაშიმ გახსნა. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები დასავლეთ ბალკანეთის რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების, სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების განვითარების, ენერგოუსაფრთხოებისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის პროცესების შესახებ არსებული გეოპოლიტიკური გარემოს კონტექსტში.
 
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა თორნიკე ფაღავამ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე. მან ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური გარდაქმნების ფონზე საქართველოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მნიშვნელობა აქვს როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. 

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კანდიდატ ქვეყნებს შორის გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მჭიდრო რეგიონული თანამშრომლობა ევროპული ინტეგრაციის პროცესის წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
 
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ჩაკვეტაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე ევროპის უსაფრთხოების, ენერგეტიკული და სატრანსპორტო დაკავშირებადობის გაძლიერების პროცესში. მისი თქმით, საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ხიდი, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ენერგეტიკული უსაფრთხოების, სატრანსპორტო და ციფრული კავშირების განვითარებაში. 

მან ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონისა და სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. ასევე ისეთი პროექტების როლზე, როგორიცაა შუა დერეფანი, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროსადენი, რომლებიც ხელს უწყობენ ევროპასა და რეგიონს შორის კავშირების გაღრმავებას და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. გიორგი ჩაკვეტაძემ  ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის მხრიდან ორმაგი სტანდატების გატარება და საქართველოს მიმართ არასამართლიანი დამოკიდებულება შემაშფოთებელია.
 
COSAP წარმოადგენს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე თანამშრომლობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო პლატფორმას. ჩრდილოეთ მაკედონიის თავმჯდომარეობის ფარგლებში, კონფერენციაში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს და თურქეთის პარლამენტების წარმომადგენლები.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

მსგავსი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა
05 Jun 2026

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R