საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ალუდა ღუდუშაური: ჩვენს ქვეყანაში ისევე არის მომხმარებელთა უფლებები დაცული, როგორც ევროპის ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში

მედია და საზოგადოება 10 მაისი 2023
ალუდა ღუდუშაური: ჩვენს ქვეყანაში ისევე არის მომხმარებელთა უფლებები დაცული, როგორც ევროპის ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე სააგენტოს საქმიანობაზე, მიმდინარე სამუშაოსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

 

„კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღეთ, რა გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებელთა ინტერესების დაცვის კუთხით, ბიზნეს გარემოს, კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით. ასევე, მოვისმინეთ დაგეგმილი ღონისძიებებისა და გასატარებელი რეფორმების თვალსაზრისით ხედვა“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

მისი თქმით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონის ამოქმედება 2020-2024 წლის მოწვევის პარლამენტის ძალიან თამამი და რევოლუციური ნაბიჯი იყო.

 

„ვერც ერთი მოწვევის პარლამენტში ვერ მოხერხდა მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონის მიღება, რომელიც პირდაპირ არის ევროინტეგრაციის კუთხით ჩვენი ქვეყნის ვალდებულება და ეს შევასრულეთ. მართლაც შთამბეჭდავი კანონია, რომლითაც ისევე არის მომხმარებელთა უფლებები დაცული, როგორც ევროპის ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

 

მისივე თქმით, პარლამენტის, მთავრობის და კონკურენციის სააგენტოს ერთობლივ საქმიანობას აქვს დიდი მნიშვნელობა.

 

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე არის უფრო მეტად დაცული, ქვეყანაში მომხმარებლის უფლებები არის კიდევ უფრო დაცული, ვიდრე არაერთ წამყვან ქვეყანაში“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R