საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ანა ნაცვლიშვილი: ვისთვისაც ძვირფასი და ღირებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა ჩვენ მზად ვართ ყველასთან ფართო თანამშრომლობისთვის

მედია და საზოგადოება 25 მარტი 2022
ანა ნაცვლიშვილი: ვისთვისაც ძვირფასი და ღირებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა ჩვენ მზად ვართ ყველასთან ფართო თანამშრომლობისთვის

პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებმა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით საექსპერტო წრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.


საექსპერტო წრის წარმომადგენლებმა პოლიტიკური ჯგუფის წევრებს გააცნეს თავიანთი ხედვა - „10 ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე“.


საკითხის ირგვლივ გაიმართა დისკუსია.


როგორც პარლამენტის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, „ლელოსთვის“ ყოველთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ხედვა, განსაკუთრებით ამ საკითხზე და განსაკუთრებით ახლა, ამ ვითარებაში, რომელიც მსოფლიოშია შექმნილი.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სამოქალაქო საზოგადოების ინტერესი და სურვილი, რომ გაეცნო ჩვენთვის და, ზოგადად, პოლიტიკური პარტიებისთვის მათი ხედვა, თუ რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ევროკავშირში გაგზავნილი წევრობის განაცხადი იყოს ზურგგამაგრებული ქვეყნაში სწორი ნაბიჯებით და არ დარჩეს განაცხადი განაცხადად. ცხადია, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლებას მართებს ძალიან კონკრეტული, დროული ნაბიჯების გადადგმა იმიტომ, რომ რაც უფრო გვიან დაიწყებს ქვეყანა ამ სწორი რეფორმების განხორციელებას, ცხადია, რომ მით უფრო გვიან იქნება შედეგი. ამიტომ, ის ვალდებულებები, რაც საქართველოს აქვს და ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას - უნდა გადაიდგას სწრაფად, უნდა გადაიდგას სწორად და ამ თვალსაზრისით აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი ხელისუფლების, მათ შორის, საპარლამენტო მონიტორინგი, თუ როგორ ასრულებს აღმასრულებელი ხელისუფლება თავის ვალდებულებას, რომ რეფორმები იყოს დაჩქარებული და სწორი“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ანა ნაცვლიშვილმა.


როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკითხის აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ერთმანეთთან მუდმივი კომუნიკაცია ექნებათ.


​„შევთანხმდით, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ამოცანა არის იმდენად დიდი, მნიშვნელოვანი და ისტორიული ქვეყნისთვის, რომ ამას სჭირდება ეროვნული კონსოლიდაცია. შესაბამისად, ჩვენ რაც შეიძლება ფართო თანამშრომლობისთვის ვართ მზად ყველასთან, ვისთვისაც ძვირფასი და ღირებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R