საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ანა წითლიძე: ხელისუფლებაც და ოპოზიციაც უნდა ველაპარაკოთ ახალგაზრდა თაობას იმაზე, თუ რატომ არის ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანი

მედია და საზოგადოება 21 ნოემბერი 2022
ანა წითლიძე: ხელისუფლებაც და ოპოზიციაც უნდა ველაპარაკოთ ახალგაზრდა თაობას იმაზე, თუ რატომ არის ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ფრაქციის წევრი ანა წითლიძე ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა.


ანა წითლიძე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს ესაუბრა ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 12 - პუნქტიან გეგმაზე, მის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით პარლამენტის საქმიანობაზე, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე, მედიაგარემოზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, გენდერული თანასწორობის საკითხებზე და ფრაქციის საკანონმდებლო ინიციატივებზე. დეპუტატმა ახალგაზრდული პარლამენტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.


„ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი სტუდენტი გაეცნობა როგორ მუშაობს პარლამენტი, როგორია საკანონმდებლო საქმიანობა და რაც უფრო მეტად დაინტერესდება პოლიტიკით, მით უკეთესი იქნება ამ ქვეყნის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც პარლამენტი მუშაობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის 12-პუნქტიანი გეგმა. ვთვლი, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც უნდა ელაპარაკოს ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ახალ თაობას, ვინც ამ ქვეყნის ხვალინდელი დღეა, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და რა უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად იმისთვის, რომ ეს 12 პუნქტი შესრულდეს. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ბევრი უნდა ველაპარაკოთ ამ თაობას იმაზე, თუ რატომ არის ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანი“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R