საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ანა წითლიძე: მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ არ მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობების კოდექსში ცვლილებები, რადგანაც ეს დააზიანებს დეცენტრალიზაციის პროცესს ქვეყანაში

მედია და საზოგადოება 04 ნოემბერი 2022
ანა წითლიძე: მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ არ მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობების კოდექსში ცვლილებები, რადგანაც ეს დააზიანებს დეცენტრალიზაციის პროცესს ქვეყანაში

„ცვლილებებს „ადგილობრივი თვითმმართველობების კოდექსში“, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა, არანაირი კავშირი არა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებასთან და პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ დაასუსტონ საკრებულოები. ეს ეხება ოპოზიციურ საკრებულოებს“, - ამის შესახებ ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც ანა წითლიძემ აღნიშნა, კანონის დღევანდელი რედაქციით, საკრებულოს მიერ ბიუჯეტის ორჯერ ჩაგდების შემთხვევაში, მერის პასუხისმგებლობის და შესაბამისად, მისი ხელახალი არჩევნების გამართვის საკითხი დგება.

 

შემოტანილი ცვლილებებით, კი იგივე შემთხვევაში, დგება საკრებულოს და არა მერის პასუხისმგებლობის საკითხი. რაც ანა წითლიძის თქმით, არის ნონსენსი, რადგან ბიუჯეტის შედგენაზე, კოდექსის მიხედვით, პასუხისმგებელია მერი და ეს მოცემულობა საკრებულოს პასუხისმგებლობის და შემდგომ მისი დაშლის საბაბი არ შიძლება გახდეს.

 

„ცვლილებებს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ხელისუფლებამ შეძლოს ოპოზიციური საკრებულოების კონტროლი და ჰქონდეს ბერკეტი, იმ შემთხვევისთვის, თუ ოპოზიციური საკრებულოები არ დაეთანხმებიან ბიუჯეტს, დაშალოს ეს საკრებულოები. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია და არასოდეს, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებში ადგილებზე არ ვეთანხმებით ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესს, ჩვენ ვიწროპარტიული ინტერესების გამო რისკის ქვეშ არ დავაყენებთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის საჭიროებებს. შესაბამისად, ეს საფრთხე, რისიც ეშინია „ქართულ ოცნებას“, ნამდვილად არ დგას. მოვუწოდებ ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციას, გამოხატოს პოზიცია ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, რადგან ესაა ის ორგანიზაცია, რომელიც უნდა იყოს მთავარი გარანტორი ადგილობრივი თვითმმართველობების ამ ქვეყანაში. ასევე მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, იფიქრონ ვიწროპარტიული ინტერესების გარეშე და არ მიიღონ ამ სახით ეს ცვლილებები, რადგანაც ეს დააზიანებს დეცენტრალიზაციის პროცესს ქვეყანაში. ბიუჯეტის ჩაგდებაზე პასუხისმგებლობა ერთნაირად ეკისრებოდეს როგორც საკრებულოს, ისე მერს“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R