საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

არჩილ თალაკვაძე და მიხეილ სარჯველაძე აზერბაიჯანის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

მეგობრობის ჯგუფები 26 სექტემბერი 2023
არჩილ თალაკვაძე და მიხეილ სარჯველაძე აზერბაიჯანის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აზერბაიჯანის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს მუბარიზ გურბანლის და თანმხლები დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობას შეეხო. ყურადღება გამახვილდა ინტერრელიგიური და ინტერკულტურული დიალოგის მნიშვნელობაზე.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველთვის იყო კარგი, მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა. საქართველო ყოველთვის ამაყობდა მრავალფეროვანი კულტურით და მრავალეთნიკური საზოგადოებით, რელიგიური ტოლერანტობით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიან და ჰარმონიულ გარემოს ქმნიდა თანაცხოვრებისთვის. ინტერრელიგიური და ინტერკულტურული დიალოგი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს მიმართულებებზე, რომელიც რელიგიის თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვის უკეთეს სტანდარტებს უზრუნველყოფს.

„განსაკუთრებულად მნიშნელოვანია თანამშრომლობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის და სასიხარულოა, რომ გამონაკლისი არაა ის მიმართულებები, რაც უკავშირდება რელიგიის თავისუფლებას და რელიგიის საკითხებს. ამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის თანამშრომლობაც, მათ შორის, იმ თვალსაზრისით, რომ ეს ხელს შეუწყობს ორივე სახელმწიფოს, მათ ტერიტორიაზე რელიგიის თავისუფლება უკეთ იყოს უზრუნველყოფილი და შესაბამისად, უკეთესი სტანდარტები შეიქმნას ადამიანის უფლებების დაცვისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

მსგავსი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიშები მოისმინეს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R