საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში მოისმინეს

მედია და საზოგადოება 05 ივნისი 2026
პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში მოისმინეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ იუსტიციის სამინისტროს 2025 წლის ანგარიში მოისმინეს.

მომხსენებლის,  იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, ანგარიშში წარდგენილია ინფორმაცია ორ საქმეზე. 
 
მისი თქმით, პირველი არის ინფორმაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილ საქმეზე - „ჯ.ჩ. და ჯ.ე. საქართველოს წინააღმდეგ“ ინდივიდუალურ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ.
 
„ეს საქმე შეეხება 2010 წელს მომხდარ ფაქტს, როდესაც  მამა-შვილი დააკავეს და ისინი არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ. უფრო მეტიც,  ერთ-ერთი მათგანი ინსულინზე დამოკიდებული იყო და მას არ მიეცა შესაძლებლობა დროულად მიეღო მედიკამენტი, რის გამოც მხედველობა გაუუარესდა. ეს საქმე ერთ-ერთი აღსასრულებელი საქმეა. იმის გამო, რომ საწყის ეტაპზე გამოძიება არ ჩატარდა, წლების შემდეგ  აუცილებელი გახდა ამ გამოძიების გახსნა. საგამოძიებო ორგანო ახლაც ზრუნავს, რომ ხარვეზები გამოასწოროს და ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე. რაც შეეხება კომპენსაციას, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტის გადაწყვეტილება სამართლებრივად არ არის სავალდებულოდ შესასრულებელი,  საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წელს განხორცილებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შეიქმნა მექანიზმი, რომლის საფუძველზეც ორივე მათგანმა მიიღო კომპენსაცია - ერთმა თორმეტი ათასი ლარი, ხოლო მეორემ - ოცი ათასი ლარი“, - აღნიშნა მომხსენებელმა.
 
ბექა ძამაშვილის განცხადებით, მეორე საქმეზე ინფორმაცია ნინოწმინდის პანსიონს შეეხება, რომელიც  გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა განიხილა.
 
„აქ მთავარი გამოწვევა ის იყო, რომ გარკვეული პერიოდი სახელმწიფოს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ზედამხედველობა განეხორციელებინა პანსიონში ბავშვების უფლებრივ მდგომარეობაზე, რის გამოც გაერო-ს კომიტეტმა დაადგინა შესაბამისი დარღვევა. დღეს სახელმწიფოს მხრიდან ამ პანსიონის მიმართ სრული მონიტორინგი ხორციელდება. იმ ბავშვებიდან, ვის მიმართაც დარღვევა დადგინდა, მხოლოდ სამი რჩება პანსიონში, საკუთარი სურვილის შესაბამისად. თითოეული მოსარჩელისთვის კომპენსაცია დადგენილია 30 000 ლარის ოდენობით“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
 
„საქართველოსთან მიმართებით სულ 15 საქმეზეა გადაწყვეტილება გამოტანილი. აქედან დარღვევა დადგინდა 7 საქმეზე. ამ 7-დან მხოლოდ ეს 2 საქმეა აღსასრულებელი“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R