საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ასეან-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა

მედია და საზოგადოება 20 სექტემბერი 2025
ასეან-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა

სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეის 46-ე ყოველწლიური სხდომის ფარგლებში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა.


ნიკოლოზ სამხარაძემ მიმოიხილა ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა. 
ისაუბრა სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე.


განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, საგადასახადო და ანტიკორუფციულ რეფორმებზე.


„სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გაიმართა საქართველოს შესახებ მოსმენა, სადაც შესაძლებლობა მქონდა მესაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. კოლეგებს მივაწოდე ინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული წარმატებული რეფორმების შესახებ, რომელიც მოიცავდა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ მიმართულებებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე, მათ შორის ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სატრანზიტო შესაძლებლობებზე. მან ხაზი გაუსვა შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობას.

სიტყვით გამოსვლისას, ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, მათ შორის, 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადებაზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის პრობლემატიკასა და მისი მოგვარების პერსპექტივაზე.


ასეან-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს.


აღნიშნეს, რომ საქართველოსთან აკავშირებთ კარგი პოლიტიკური ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურის და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს.


მათი განცხადებით, სასურველია საქართველოს მხრიდან ორმხრივი ვიზიტები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში კიდევ უფრო მეტი სიხშირით განხორციელდეს.


„მოსმენაზე ყველა ქვეყნის დელეგაციამ აღნიშნა, რომ მათი სურვილია საქართველოსთან როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების გაღრმავება და გამოთქვეს მზადყოფნა მოხდეს თანამშრომლობის გაძლიერება სხვადასხვა სფეროში. მნიშვნელოვანია, რომ მათ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი და რომ მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ურყევი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
 

საქართველოს შესახებ მოსმენაში მონაწილეობა მიიღეს სინგაპურის, ტაილანდის, მალაიზიის, ვიეტნამის, ინდონეზიის, ფილიპინების, კამბოჯის, ლაოსის და ბრუნეის საპარლამენტო დელეგაციებმა.


პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში იმყოფება, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ასეანი) საპარლამენტო ასამბლეის რიგით 46-ე ყოველწლიურ სხდომაში მონაწილეობს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს მოუსმინა
22 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს მოუსმინა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა
22 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო
22 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო

გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
22 ივნისი 2026

გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება
22 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R