საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის განმეორებითი ჯარიმა დაწესდება

მედია და საზოგადოება 19 დეკემბერი 2022
ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის განმეორებითი ჯარიმა დაწესდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილება, რომლითაც იცვლება დაწესებული პასუხისმგებლობა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ან სხვისთვის გადაცემისთვის, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.

 

პროექტის თანახმად, ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ან ისეთი სატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემისთვის, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური ინსპექტირება, ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში თუ განმეორებით ჩაიდენს ამავე ქმედებას დაჯარიმდება:

  • ფიზიკური პირი 150 ლარით
  • იურიდიული პირი ან/და ინდივიდუალური მეწარმე - 300 ლარით

 

იმავე პრინციპის შესაბამისად, აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორება გამოიწვევს:

  • ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით
  • იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის - 500 ლარით.

 

ამის შემდეგ, ტექნიკური ინსპექტირების არ გავლის გამო სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს:

  • ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით
  • იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის - 700 ლარით.

 

მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, ვინაიდან აღნიშნული სამართალდარღვევის გამოვლენა, ძირითადად, ხდება ვიდეოკამერების მეშვეობით და დაფიქსირებული ჯარიმის ჩაბარებას გარკვეული დრო სჭირდება, სახდელის დადების ვადად, ნაცვლად 2 თვისა, შემოთავაზებულია 6 თვე, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პროცესის შეუფერხებლად განხორციელებას გაუადვილებს.

 

„კომიტეტთან შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მაქსიმალურად შემცირება და ასევე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტის ხელშეწყობა. ამ პროცესში გამოვლინდა რამდენიმე საკითხი, რომელიც ხელს უშლის ტექნიკური ინსპექტირების სისტემის ეფექტიანად მუშაობას. კერძოდ, კანონმდებლობით არ არსებობს განმეორებითი ჯარიმა ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების არ გატარებისთვის. მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია 50-ლარიანი ჯარიმა. 2019 - 2022 წლების დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებისადმი სუბიექტების მიმართვამ მკვეთრდა იკლო, მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით გამოწერილი ჯარიმები პრაქტიკულად გასამმაგებულია. თუ 2019 წელს ჯარიმების რაოდენობა იყო 235 ათასი ლარი, 2022 წელს კი, ამ თანხამ 700 ათასს ლარს მიაღწია, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სუბიექტს უღირს გადაიხადოს 50-ლარინი ერთჯერადი ჯარიმა, ვიდრე გამოცვალოს ის ნაწილი, რომელიც მათ შორის, საფრთხეს უქმნის მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას და ასევე, ძალიან ბევრ შემთხვევაში, იწვევს ჰაერის დაბინძურებას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R