საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საკითხების შესრულებაზე იმსჯელა

მედია და საზოგადოება 11 თებერვალი 2022
ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საკითხების შესრულებაზე იმსჯელა

საქართველოს პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, რომელზეც საბჭოს თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ საბჭოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელების მიმდინარეობა მიმოიხილა.

 

მან საბჭოს წევრებს ორი თვის წინ შეთანხმებული სამუშაო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია გააცნო, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია და სხდომის მონაწილეები საბჭოს სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტებზე შეჯერდნენ.

 

„ის ამოცანები, რაც პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭოს აქვს დაკისრებული, საკმაოდ ბევრ სფეროს და აქტივობას მოიცავს. ამიტომ აუცილებლად ჩაითვალა, რომ საბჭოს შეემუშავებინა საკვანძო ინდიკატორები, რომელიც ამ აქტივობებზე სრულყოფილი მონიტორინგის განხორციელების და შემდეგ, ანალიზის საფუძველზე, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის საშუალებას მოგვცემდა. საბჭოს წევრებს დღეს ორი თვის წინ შეთანხმებული სამუშაო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია გავაცანით, გავცვალეთ მოსაზრებები და შევჯერდით, რომ ეს არჩეული გზა არის ოპტიმალური იმისათვის, რომ საბჭომ თავისი ფუნქციები მაქსიმალურად ეფექტიანად შეასრულოს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ სხდომის შემდეგ.

 

საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც საუბარია ბავშვთა უფლებებზე და ბავშვთა კეთილდღეობებზე, ძალიან რთულია გამოიყოს რომელიმე საკითხი, რადგანაც ამ სფეროში ყველა პირველი პრიორიტეტია და აქ მეორე პრიორიტეტი არ არსებობს, თუმცა საბჭომ გარკვეული გამონაკლისი მაინც დაუშვა.

 

„მონიტორინგისა და ეფექტიანობის შეფასებისთვის ჩვენ გამოვყავით განსაკუთრებული პრიორიტეტები, როგორიც არის ბავშვთა სიღარიბე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებები, ბავშვზე ძალადობის პრევენცია, დეინსტიტუციონალიზაცია, ანუ დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან მაქსიმალურად ბიოლოგიურ ოჯახში ან მასთან მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გავააქტიურებთ მუშაობას“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

საბჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ სარჯველაძე, ქეთევან დუმბაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ტალიაშვილი, ანა ბუჩუკური, ანა წითლიძე, ტარიელ ნაკაიძე, ასევე პარლამენტის წევრი ვლადიმერ კახაძე. სხდომაზე მოწვეული იყვნენ ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი და World Vision საქართველოს ბავშვთა დაცვის, ადვოკატირებისა და პარტნიორებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია მგელიაშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R