საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ნაცვლიშვილი: „მოვუწოდებ მთავრობას, დახმარება გახდეს უნივერსალური და შეეხოს ყველა იმ ადამიანს, ვინც დღესდღეობით უმუშევარია“

პარლამენტარები 28 აპრილი 2020
ბექა ნაცვლიშვილი: „მოვუწოდებ მთავრობას, დახმარება გახდეს უნივერსალური და შეეხოს ყველა იმ ადამიანს, ვინც დღესდღეობით უმუშევარია“

„რამდენიმე თვის წინ, ამერიკის კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებს, წერილით მივმართე კომპანია „ფრონტერას“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. წერილის მიზანი იყო არ მხოლოდ ამერიკული კომპანიის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა სახელმწიფოს მიმართ, არამედ დამოკიდებულება, რომელიც კომპანიამ გამოიჩინა თავისი დასაქმებულების და თანამშრომლების მიმართ, როდესაც მათ არ გადასცა 11 თვის ხელფასი“, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, მთავრობას როგორც უფლებამოსილ პირს, ჰქონდა შესაძლებლობა, რამდენიმე თვით ადრე შესულიყო კომპანიის მართვაში და მოეხდინა ამ ადამიანების სამუშაო ადგილებზე აღდგენა და ხელფასების გადახდა.

„მთავრობამ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა. გარდა ამისა, დღეს დავა „ფრონტერასა“ და სახელმწიფოს შორის საერთაშორისო არბიტრაჟში სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა. მიუხედავად ამისა, ამ ადამიანებს, კომპენსაცია არ მიუღიათ. უკვე მათ არ აუღიათ 16 თვის ხელფასი“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ამ ადამიანების ოჯახები ხშირ შემთხვევაში, ისევ ცხოვრობენ ნათესავებთან, რადგან მათ კომუნალური გადასახადების გადახდა და ოჯახისთვის პირველადი საჭიროებების უზრუნველყოფა უჭირთ.

„მოვუწოდებ მთავრობას, რომ შეასრულოს უკვე მისი ვალდებულება და არა კომპანია „ფრონტერასი“ და ამ ადამიანებს მისცეს ის კომპენსაცია მაინც, რომელიც სამსახურ დაკარგულ ადამიანებს და უმუშევრებს ეკუთვნით. კომპანია „ფრონტერას“ დასაქმებულების მაგალითზე კარგად ჩანს თუ რამდენად უსამართლო და უსუსურია მთავრობის მიერ შემოთავაზებული სოციალური დახმარების ახალი სისტემა, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს არა პანდემიის გამოცხადების შემდეგ არამედ, მანამდე - ისინი დარჩნენ ფინანსური დახმარების გარეშე სახელმწიფოსგან. მთავრობამ უნდა იზრუნოს მათზე უნდა იზრუნოს როგორც იმ ადამიანებზე ვინც პანდემიის შემდგომ დაკარგა სამუშაო ადგილი ასევე მათზე, ვინც პანდემიამდე იყო უმუშევარი ან შესაბამისად დაკარგა სამუშაო ადგილი“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა.

მისი თქმით, ეს ადამიანები არ განეკუთვნებიან არც სოციალური დახმარების მიმღებს, რომ მათ სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარების მინიმალური პაკეტი მაინც ჰქონდეთ, არ განეკუთვნებიან არც თვითდასაქმებულებს.

მისი შეფასებით, მთავრობის სოციალური დახმარების პროგრამა, დახმარების გარეშე ტოვებს ადამიანების ძალიან დიდ ჯგუფს.

მისივე თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი ოჯახი მათი ნათესავების მხრიდან საერთაშორისო გადმორიცხვებით საზრდოობს, თუმცა, დღესდღეობით გადმორიცხვები თითქმის განახევრებულია.

„მთავრობის ამ ინიციატივამ, რომელიც რა თქმა უნდა აუცილებელი იყო, ძალიან ბევრი ადამიანი დატოვა საარსებო მინიმუმის გარეშე, რაც მათ ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან ეკუთვნოდათ და ნებისმიერი ქვეყანა ამას უნივერსალური პრინციპით ახორციელებს.

მთავრობა ვერასოდეს დაითვლის ვინ არის თვითდასაქმებული, აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება დაპირებული ერთჯერადი დახმარების გარეშე.

მოვუწოდებ მთავრობას, დახმარება გახდეს უნივერსალური, შეეხოს აბსოლუტურად ყველა ადამიანს ვინც, დღესდღეობით არის უმუშევარი. ამის ფული მთავრობას დღეს აქვს.

სახელმწიფომ 600 მლნ გამოყო ბანკების დასახმარებლად. ეს მათთვის ნაჩუქარი ფულია. მივმართავ საზოგადოებას - მთავრობას აქვს იმის ფული, რომ ღირსეული დახმარება გაუწიოს ყველა იმ ადამიანს ვინც ამას საჭიროებს, მაგრამ სამწუხაროდ, მან აირჩია არასწორი გზა ბანკების დასახმარებლად და არა ჩვენი თანამოქალაქეების საარსებო მინიმუმის მაინც უზრუნველყოფის“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
12 მაისი 2021

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი
12 ოქტომბერი 2020

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“
24 სექტემბერი 2020

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე
01 სექტემბერი 2020

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა
31 აგვისტო 2020

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R