საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის დახმარების შესაძლებლობაზე მსჯელობდნენ

მედია და საზოგადოება 04 აპრილი 2020
ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის დახმარების შესაძლებლობაზე მსჯელობდნენ

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი ჭიჭინაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე და დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მუხრან გულაღაშვილი. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სტუმრებს გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო განხორციელებული ღონისძიებების კონკრეტული მონაცემები და სტატისტიკა, ასევე ისაუბრეს სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ხორციელდება. შეხვედრაზე რიგ საკითხებთან დაკავშირებით გამოიკვეთა საჭიროებაც და შესაძლებლობაც, რომ ორმა სტრუქტურამ - საკანონმდებლომ და აღმასრულებელმა იმუშაონ ერთობლივად და შეიქმნას ერთობლივი პლატფორმები, რომლებიც უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს გაუადვილებს გარკვეულ სერვისებზე წვდომას.

„შეიქმნება საინფორმაციო პლატფორმები, სადაც ერთის მხრივ საუბარი იქნება საექიმო კონსულტაციებზე, ასევე იმ შესაძლებლობებსა და სერვისებზე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს გავლით არის ხელმისაწვდომი ჩვენი უხცოეთში მცხოვრები თანამოქალაქეებისათვის. ასევე, ვისაუბრეთ მათი სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობაზეც და უახლოეს ხანში გამოქვეყნდება შესაბამისი გრაფიკი, რომელიც მათ ეცნობებათ ყველა საშუალებით, იქნება ეს ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R