საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ოდიშარია: „მადლობა ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტებს დიასპორის საკითხებში, რომელთა რჩევებიც და რეკომენდაციებიც უმნიშვნელოვანესია დიასპორული პოლიტიკის განხორციელებაში"

მედია და საზოგადოება 23 Dec 2023
ბექა ოდიშარია: „მადლობა ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტებს დიასპორის საკითხებში, რომელთა რჩევებიც და რეკომენდაციებიც უმნიშვნელოვანესია დიასპორული პოლიტიკის განხორციელებაში"

ირლანდიის რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს დიასპორის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტთან, სამეცნიერო დიასპორულ ორგანიზაციის „Diaspora Matters“ წარმომადგენელთან პროფესორ კინგსლი თომას აიკინსთან.

ბექა ოდიშარიამ კინგსლი თომას აიკინსს მადლობა გადაუხადა დიასპორული საკითხების მიმართულებით აქტიური თანამშრომლობისთვის და გაწეული რეკომენდაციებისთვის.

„ჩემი ინიციატივით, ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში, კომიტეტის სხდომაზე მოგიწვიეთ. თქვენი წინადადებების გათვალისწინებით, ჩავატარეთ დიასპორისა და მიგრაციული პროცესების მრავალი კვლევა და სიღრმისეული შესწავლა. ასევე, თქვენი რეკომენდაციით, ICMPD-ის დახმარებითა და პროფესორ მარტინ რასელის ავტორობით, 2023 წელს ჩავატარეთ მნიშვნელოვანი თემატური მოკვლევა დიასპორის ჩართულობის და დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვის მიმართულებით“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კინგსლი თომას აიკინსმა დელეგაციის წევრებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და გამოთქვა მზაობა საქართველოს ხელისუფლებას თავისი შესაძლებლობის ფარგლებში გაუწიოს დახმარება დიასპორასთან უფრო ეფექტიანი ურთიერთობებისა და დიასპორის სახელმწიფოს აღმშენებლობაში აქტიურად ჩართვის საკითხებში. მისი განცხადებით, საქართველოს აქვს კარგი პოტენციალი, რადგან ბევრი წარმატებული ქართველი მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

ქართული დელეგაციის წევრებმა, აღნიშნეს, რომ სახელმწიფო დიასპორას უდიდესი პოტენციალის მქონე შესაძლებლობად განიხილავს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ქვეყნის აღმშენებლობაში. მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა დიასპორის ცოდნის და შესაძლებლობების გამოყენებაზე ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური გაძლიერების მიზნით.

შეხვედრის დასასრულს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა, მადლობა გადაუხადეს კინგსლი თომას აიკინსს და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.

ბექა ოდიშარიამ პროფესორი კინგსლი თომას აიკინსი დიასპორის დიდ ეკონომიკურ ფორუმზე მოიწვია, რომელიც მომავალი წლის მაისში, თბილისში იგეგმება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 Jun 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R