საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ოდიშარია წიგნის „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“ პრეზენტაციას დაესწრო

მედია და საზოგადოება 22 Nov 2023
ბექა ოდიშარია წიგნის „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“ პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს მწერალთა კავშირისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ორგანიზებით, ორენოვანი წიგნის „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ჰეიდარ ალიევის დაბადების 100 წლისთავს ეძღვნება.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ. მისი თქმით, განსაკუთრებით სასიამოვნოა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა, რადგან იგი ხელმძღვანელობს კომიტეტს, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება რეგიონული (კავკასიური) პოლიტიკის შემუშავებაა.

„კომიტეტის მიზანია ხელი შეუწყოს კავკასიელ ხალხთა შორის მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის განმტკიცებას. ამ კონტექსტში, თანამედროვე კავკასიისათვის გამორჩეული პოლიტიკური ფიგურაა აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი. იგი ნამდვილად დიდი მასშტაბის პოლიტიკოსი იყო და მნიშვნელოვანია, რომ წელს, მისი 100 წლის იუბილე საერთაშორისო დონეზე აღინიშნა. ჰეიდარ ალიევის ნახევარსაუკუნოვან პოლიტიკურ მოღვაწეობას დიდი ასპარეზი ჰქონდა. მისი ძალისხმევით და პარტნიორობით კიდევ უფრო განმტკიცდა საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლური ურთიერთობა. ჰეიდარ ალიევისა და რეგიონის ლიდერების მონაწილეობით, საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობით, განხორციელდა ისეთი საერთაშორისო პროექტები, როგორიცაა: ბაქო-სუფსას ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და სხვა“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, ძველ თბილისში ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს.

„მე, როგორც მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარს, მაქვს პატივი მათთან სისტემატური ურთიერთობა მქონდეს. ხშირად ვმონაწილეობ ტრადიციულ დღესასწაულებსა და კულტურულ ღონისძიებებში. სწორედ ძველ თბილისში, დედაქალაქის გულში დგას ჰეიდარ ალვის ბიუსტი - როგორც ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის ურყევი მეგობრობის სიმბოლო. დიდ მადლობას ვუხდი წიგნის ავტორებს, ვინაიდან, წიგნი სრულყოფილად ასახავს ჰეიდარ ალიევის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას საქართველოსადმი და დარწმუნებული ვარ, ფართო საზოგადოება მას ინტერესით გაეცნობა", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები: აზერბაიჯანის სახალხო მწერალი აფაგ მესუდი, „ვეფხისტყაოსნის“ აზერბაიჯანულად მთარგმნელი იმირ მამედლი, მწერლები: მაყვალა გონაშვილი, რევაზ მიშველაძე, დავით შემოქმედელი, ბაღათერ არაბული, ერეკლე საღლიანი, დემიკო ლოლაძე და ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 Jun 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R