საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ოდიშარიამ ისრაელში ქართულ დიასპორასთან ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა

მედია და საზოგადოება 12 Oct 2023
ბექა ოდიშარიამ ისრაელში ქართულ დიასპორასთან ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა
„თანამემამულეებო, ძალიან ვღელავთ თქვენზე, მაგრამ გვიხარია, რომ მედგრად ხართ და ძალიან ბევრ ინფორმაციას სწორედ თქვენგან ვიღებთ. მშვიდობას გისურვებთ. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით აკეთებს ყველაფერს ისრაელში მყოფი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ელჩს ისრაელში და საპატიო კონსულს“, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ შეხვედრაზე, რომელიც ისრაელში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატში გაიმართა.
 
ისრაელში მცხოვრები ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წევრებთან შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს.
 
კომიტეტის თავმჯდომარე ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებს გაეცნო.
 
ბექა ოდიშარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა ქართული დიასპორის გვერდით დგას და ყველაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მუხრან გულაღაშვილი და სხვა წარმომადგენლები.
 
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში მენი ბენიში.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 Jun 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R