საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტმა მილოშ ვისტრჩილმა სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზი მოინახულა

მედია და საზოგადოება 03 მაისი 2022
ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტმა მილოშ ვისტრჩილმა სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზი მოინახულა

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტმა, მილოშ ვისტრჩილმა, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზი მოინახულა.


საპარლამენტო დელეგაცია ადგილზე გაეცნო რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ქმედებების შედეგებს და დღეს არსებულ სიტუაციას.


ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საოკუპაციო ხაზზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზზე ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა იმდენად, რამდენადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი თვალით იხილონ, თუ რა არის რუსული ოკუპაცია და ოკუპაციის მძიმე შედეგები.


„სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი თვალით ეხილათ ჩაკეტილი გადასასვლელები, მავთულხლართები, უკანონო სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, აქ პირდაპირი უმძიმესი შედეგია რუსული ოკუპაციის და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ადგილზე ნახონ ეს ყველაფერი და ადგილზე გაეცნონ ოკუპაციის მძიმე შედეგებს. ეს განსაკუთრებით ეხება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, იმდენად, რამდენადაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ევროკავშირის შუამავლობით მოაწერა ხელი საქართველომ და რუსეთის ფედერაციაზე სწორედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან ზეწოლის გაზრდაა მნიშვნელოვანი, რათა მან შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.


კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ის რაც დღეს უკრაინაში ხდება 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებაა და ამიტომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის კონსოლიდაცია.


​„ეს ძალისხმევა უნდა იყოს უნივერსალური, ზეწოლა უნდა იყოს მზარდი იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები და პასუხი აგოს იმ მძიმე შედეგებზე და დესტრუქციულ ქმედებებზე, რომელსაც ის ახორციელებს სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში
18 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
18 ივნისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
18 ივნისი 2026

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
17 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R