საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დასავლეთ საქართველოში კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა დასრულდა, მოსახლეობასთან შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოში გაგრძელდება

მედია და საზოგადოება 27 აპრილი 2024
დასავლეთ საქართველოში კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა დასრულდა, მოსახლეობასთან შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოში გაგრძელდება

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ დასავლეთ საქართველოს ექვს ქალაქში საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა დაასრულა.


„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები დღეს, მესტიაში განიხილეს.


„დასავლეთ საქართველოში 6 შეხვედრა ჩატარდა: ქუთაისში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში. ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა. საუბარი გვქონდა ცვლილებებზე, მოსახლეობის მხრიდან სრული მხარდაჭერაა და დეტალებთან დაკავშირებით დიდი ინტერესია. ერთია, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, პარალელურად ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელშიც ყველა ეს საკითხი იქნება ასახული. ამ შეხვედრების შედეგებს პარლამენტს მოვახსენებთ. შეხვედრებს გავაგრძელებთ აღმოსავლეთ საქართველოში. კომისიას ვადა აქვს 17 მაისამდე, რის შემდეგაც საპარლამენტო პროცედურებს დავიწყებთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.


კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.


ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, კონსტიტუციური კანონის პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.


კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაგრძელდება და თბილისში დასრულდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R