საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით ბაქრაძემ საკუთარი არჩევანი მთაწმინდის 27-ე უბანზე დააფიქსირა

მედია და საზოგადოება 01 Oct 2012
დავით ბაქრაძემ  საკუთარი  არჩევანი  მთაწმინდის 27-ე უბანზე დააფიქსირა
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ  საკუთარი  არჩევანი დილის 9 საათზე მთაწმინდის 27-ე უბანზე დააფიქსირა. იგი უბანზე მეუღლესთან, მაკა მეტრეველთან ერთად მივიდა. 
,,დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი, ჩვენი ამომრჩეველი გააკეთებს სწორ არჩევანს და ამ არჩევანის შედეგად მოგებული აღმოჩნდება მთლიანად ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე ხმა მივეცი საქართველოს წინსვლას, მე ხმა მივეცი საქართველოს განვითარებას და ხმა მივეცი საქართველოს ჩამოყალიბებას იმ ქვეყანად, სადაც ადამიანები უკეთ ცხოვრობენ და ნაკლები პრობლემები აქვთ“-განაცხადა დავით ბაქრაძემ. 
მისი თქმით, არჩევნებზე დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობაა. -,,ყველა უბანზე არის დიდი რაოდენობა დამკვირვებლების არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ყველა უბანზე იქნება ძალიან დიდი რაოდენობა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასე რომ სერიოზულ დარღვევებს გამოვრიცხავ.ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს საარჩევნო კომისია განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს, ყველა საარჩევნო კომისიის წევრი, ასევე უწყებათაშორისი ჯგუფი. არსებობს ნაციონალურ მოძრაობაში თავად შიგნით შექმნილი ჯგუფი, რომელიც რეაგირებას მოახდენს ყველა პრობლემაზე. ნებისმიერი პრობლემა იქნება უსწრაფესად გამოსწორებული. იმედი მაქვს, რომ არ იქნებიან ადამიანები, მათ შორის არც მედიაში, ვინც ხელოვნურად შეეცდებიან იმის წარმოჩენას, რომ სადღაც პრობლემაა, ეს არჩევნები ემსახურება დღეს ჩვენს ქვეყანას“. 
 
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 Jun 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R