საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით საგანელიძე საერთაშორისო პროექტში \"აბრეშუმის გზა-ეკონომიკური სარტყელი\" PABSEC-ის სპეციალურ წარმომადგენლად აირიჩეს

მედია და საზოგადოება 11 ივნისი 2015
დავით საგანელიძე საერთაშორისო პროექტში \"აბრეშუმის გზა-ეკონომიკური სარტყელი\" PABSEC-ის სპეციალურ წარმომადგენლად აირიჩეს

შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტს და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს დავით საგანელიძეს ამ საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსი მიენიჭა ყველა იმ პროგრამაში, რომელიც "აბრეშუმის გზა-ეკონომიკური სარტყელის" პროექტით არის გათვალისწინებული.

PABSEC- ის გენერალური ასამბლეა მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში მიმდინარეობს. სხდომაზე შავი ზღვის რეგიონისთვის ჩინეთის მიერ გაცხადებული საერთაშორისო პროექტი - "აბრეშუმის გზა-ეკონომიკურ სარტყელი" განიხილეს.

ასამბლეის წევრებმა ასევე "აზიის ინფრასტრუქტურისა და განვითარების ბანკის" შექმნაზე და მის მიერ აბრეშუმის გზის პროექტის მონაწილე ქვეყნებში დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელების საკითხზე ისაუბრეს. დეპუტატებმა იმსჯელეს შავი ზღვის აუზის ქვეყნების ამ პროექტთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

დღის წესრიგში "აბრეშუმის გზის" პროექტებში PABSEC-ის სპეციალური წარმომადგენლის არჩევნების საკითხი დადგა.
ორგანიზაციის 12 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ამ თანამდებობაზე არჩეულ იქნა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე.

სხდომის დასასრულს, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრიან კანდუმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატალია მირჩევამ დავით საგანელიძეს მიულოცეს და ამ საპატიო, მნიშვნელოვან საქმეში წარმატებები უსურვეს.

თავის მხრივ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გამოთქმული ნდობისთვის კოლეგებს მადლობა გადაუხადა და მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარე და PABSEC-ს გენერალური მდივანი ოქტომბრის თვეში თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმზე "აბრეშუმის გზა-საქართველო" მოიწვია.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R