საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სერგეენკომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული ვითარება გააცნო

მედია და საზოგადოება 11 იანვარი 2023
დავით სერგეენკომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული ვითარება გააცნო

ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციამ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული ვითარების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. მათ საკითხზე დეტალურად ესაუბრა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი დავით სერგეენკო.

 

შეხვედრაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფარა კარიმი და ამავე კომიტეტის მომხსენებელი იოჰან ბიუზერი მონაწილეობდნენ.

 

დავით სერგეენკო სტუმრებს ჯანდაცვის, სოციალური პოლიტიკის, უმცირესობების, ბავშვთა უფლებების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე.

 

„სტუმრების ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ბოლო წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ეს ინტერესის სფერო შეეხებოდა ჯანდაცვას, სოციალურ პოლიტიკას, უმცირესობების უფლებებს, ბავშვთა უფლებებს. გამოკვეთილად იქნა განხილული ისეთი ნეგატიური ფენომენი, როგორიცაა ძალადობა ქალების მიმართ. დელეგაციის წარმომადგენლებმა ინტერესი გამოხატეს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე. ხვალ იგეგმება დელეგაციის ვიზიტი კონფლიქტისპირა რეგიონში და ვფიქრობ, მათი დაინტერესება და მზაობა თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R