საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილი: დამსახურებული სტატუსის მისაღებად ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს

მედია და საზოგადოება 07 Nov 2023
დავით სონღულაშვილი: დამსახურებული სტატუსის მისაღებად ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის და პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის შემადგენლობით, საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ათენში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის 35-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას.

ასამბლეის ფარგლებში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა დელეგატებს სიტყვით მიმართა და კანდიდატის სტატუსის მიღებასა და საქართველოს ენერგოპროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„საქართველო ახლა, თავისი დამოუკიდებლობის ისტორიაში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზეა - ძალიან მალე ველოდებით კანდიდატის სტატუსის შესახებ პასუხს. შესანიშნავი მზაობა გვაქვს, წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმებისა თუ სხვა საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისით. ყველა შესაბამისი კრიტერიუმით ჩვენი ქვეყანა მოწინავეა, რასაც ასევე დაემატა 12 პუნქტის შესრულება. ამ მხრივ, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გასული 6 თვის განმავლობაში თითოეული პუნქტი ზედმიწევნით სრულყოფილად შესრულებულიყო. შესაბამისად, დამსახურებული სტატუსის მისაღებად ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, სტატუსის, რომლის მხარდამჭერია ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. მათი არჩევანი ევროპაა, იგივე ღირებულებები, იგივე ცხოვრების წესი, იგივე კულტურა თუ განათლებისკენ სწრაფვა. ჩვენი ქვეყნის პოტენციალი და პერსპექტივა ევროპისთვის ნამდვილად ფასდაუდებელია, ისევე როგორც მათი მხარდაჭერა ჩვენთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში, თუნდაც ისეთი მნიშვნელოვანი პროექტით, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და სხვა.

„თუმცა, აქამდე მარტივად არ გვივლია. დამოუკიდებელი საქართველოს ამ სამათეულწლიან ისტორიაში ძალიან მოკლე ვადიანი პერიოდი თუ მოიძებნება სიმშვიდის, ქვეყანაში სტაბილურობის, ეკონომიკური წინსვლის, გლობალური პროექტების. ამ პერიოდში, ჩემმა ქვეყანამ რამდენიმე ომი გამოიარა რუსეთთან, ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დღემდე ვებრძვით მცოცავ ოკუპაციას ქვეყანაში, მაგრამ არ გავჩერებულვართ და წინსვლა და გამარჯვება არ შეგვიწყვეტია, არც ეკონომიკური, არც ინფრასტრუქტურული, არც კულტურული და სპორტული, არც საგანმანათლებლო მიმართულებით. მინდა მადლობა გადავუხადო საბერძნეთის პარლამენტს ამ შეხვედრის ორანიზებისთვის და გისურვოთ ნაყოფირი მუშაობა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ასამბლეის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა „ომი შუაგულ ევროპაში, ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისკენ?“.

ათენში გამართული ასამბლეაში 24 წევრი ქვეყნის და რეგიონული პარლამენტის დელეგატები მონაწილეობენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 Jun 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R