საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილი: მეტი ციფრული ინიციატივა და მეტი მომზადებული კადრი გვჭირდება

მედია და საზოგადოება 29 ივნისი 2022
დავით სონღულაშვილი: მეტი ციფრული ინიციატივა და მეტი მომზადებული კადრი გვჭირდება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.


ფორუმზე გამოსვლისას დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ ციფრული ტექნოლოგიების სრულფასოვანი დანერგვა, სახელმწიფოსა და საზოგადოების წარმატების შესაძლებლობას იძლევა.


„ციფრული ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ახალი მოდელების განვითარება, მათი დროული და სრულფასოვანი დანერგვა ქმნის საზოგადოებებისა და სახელმწიფოების წარმატების უნიკალურ შესაძლებლობას. განსაკუთრებით გამოვყოფდი იმ ახალ გამოწვევებს, რომლებიც GovTech-ის მიმართულებით გვაქვს და რომელიც დახურული, ცენტრალიზებული სისტემიდან, ღია დეცენტრალიზებული ეკოსისტემის დანერგვას გულისხმობს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეკონომიკის ყველა დარგში ჩვენი მხარდაჭერა ისეთი პროექტებისა და პროგრამების განხორციელების საკითხში, რომლებიც საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირებასა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირებას უწყობენ ხელს. შესაბამისად, მეტი ციფრული ინიციატივა და მეტი მომზადებული კადრი გვჭირდება,“ - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.


მან ასევე ხაზი გაუსვა გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობას.


„მიმაჩნია, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების, მაღალტექნოლოგიური ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა, მაგალითად, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო/სატრანზიტო მიმართულებით, გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების საწინდარია," - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი საქართველოს ICT კლასტერისა და ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს კონსორციუმის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის და სხვა, 20-ზე მეტი პარტნიორის ხელშეწყობით 27 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით იმართება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
03 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R