საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

„დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა

მედია და საზოგადოება 04 აგვისტო 2022
„დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომლიც „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების მიზნით დღეს შეიქმნა, პირველი სხდომა გამართა.


სხდომაზე, როგორც საბაზისო დოკუმენტი, განხილული იყო დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინაში მიღებული კანონი.


კომიტეტის თავმჯდომარისა და სამუშაო ჯგუფი ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფმა მიზნად დაისახა უკრაინული კანონის ქართულ შესაბამისობასთან მორგება.


„ევროკომისიის მიერ გაწერილია 12 პუნქტი. ერთ-ერთი პუნქტი არის დეოლიგარქიზაცია. ასეთივე რეკომენდაცია გაცემულია მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინასთან მიმართებაში ევროკომისიამ გააკეთა მითითება, რომ მოხდეს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით მიღებული კანონის ცხოვრებაში იმპლემენტაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკომისია პოზიტიურად აფასებს კანონის მიღებას და ახლა უკვე მოწოდებაა კანონის იმპლემენტაციაზე. ჩვენთვის, დეოლიგარქიზაციის პუნქტში გვჭირდება ობიექტური საზომი, რომლითაც ეს პუნქტი ჩაგვეთვლება შესრულებულად. ჩვენ ობიექტურ საზომად ავიღებთ ევროკომისიის დამოკიდებულება უკრაინასთან მიმართებაში და შესაბამისად, ავიღოთ ის მოდელი, რომლის იმპლემენტაციაზეც არის მოწოდება ევროკომისიის მხრიდან. ეს არის ჩვენთვის ობიექტური მოცემულობა, რომ არ გახდეს შემდეგ სამსჯელო, რა კანონი დაიწერა და რატომ ჩაიდო ესა თუ ის მოსაზრება. ასეთ შემთხვევაში ინტერპრეტაციები იქნება ფართო და იქნება მაღალ რისკი, რომ ეს პუნქტი არ ჩაგვეთვალოს შესრულებულად. მართალია უკრაინული კანონი იდეალური მოცემულობა არ არის, თუმცა ჩვენ კონკრეტული საკითხების შესრულების წინაპირობები გვაქვს დაყენებული. რომ გამოვრიცხოთ ყოველგვარი სპეკულაციები, სამუშაო ჯგუფმა მიზნად დაისახა ამ კანონის ქართულ შესაბამისობასთან მორგება. სამუშაო ჯგუფი ამას გააკეთებს. ჩვენ დავდებთ პროექტს და პროცესი შემდგომ უკვე გადაინაცვლებს პოლიტიკურ სივრცეში, კომიტეტზე, პლენარულ სხდომებზე და ამასთანავე, შესაძლოა ამ პერიოდისთვის, ვენეციის კომისიამაც დადოს დასკვნა უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.


სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და საპარლამენტო ოპოზიციის, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის, ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელები. ჯგუფში ორი ადგილი გათვალისწინებულია სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) წარმომადგენლებისთვის.


​გაწერილი გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 5 ოქტომბრისა, ხოლო კანონის მიღება - არაუგვიანეს 2022 წლის 29 ნოემბრისა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში
18 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
18 ივნისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
18 ივნისი 2026

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
17 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R