საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

მედია და საზოგადოება 07 მარტი 2025
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.


კანონმდებლებს ანგარიში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ გააცნო.


როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ქართული დიასპორის ძირითადი განსახლების არეალს ევროპის ქვეყნები წარმოადგენს. მისივე ინფორმაციით, 2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოს 38 ქვეყანაში, სხვადასხვა სამართლებრივი ფორმით ფუნქციონირებს ქართული დიასპორული გაერთიანებები, რომელთა საქმიანობა ქართული ენის, კულტურის, ტრადიციების შენარჩუნებას და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. მათ შორისაა 115 ქართული საკვირაო სკოლა და ქართული ენის შემსწავლელი კურსი, ქართული ცეკვისა და სიმღერის 117 ანსამბლი/ცეკვის შემსწავლელი წრე. გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში დაფუძნდა 7 ეპარქია, რომელთა შემადგენლობაში შედის 94 სამრევლო.


მინისტრის მოადგილემ დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლებისა და კულტურული კერების მხარდამჭერ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა. მომხსენებლის თქმით, 2024 წელს საქართველო გახდა დიასპორის საკითხებში ყველაზე მაღალი საერთაშორისო პლატფორმის, გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსის (Global Diaspora Policy Alliance) თანათავმჯდომარე ქვეყანა.


„ალიანსის სადამფუძნებლო სამიტი ჩატარდა 2024. სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2026 წელს საქართველო უმასპინძლებს ალიანსის ფართომასშტაბიან ფორუმს. დღეის მონაცემებით, ალიანსი აერთიანებს 87 ქვეყანას“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.


მინისტრის მოადგილემ სამომავლო ინიციატივებზეც გაამახვილა ყურადღება. მან საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა.


საუბარი ასევე შეეხო დიასპორული პოლიტიკის დახვეწის მხრივ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს სახელმწიფოსა და დიასპორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა წარმოადგენს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R