საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ცქიტიშვილი სტუდენტებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიღწევებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ესაუბრა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 19 ივნისი 2019
დიმიტრი ცქიტიშვილი სტუდენტებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიღწევებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ესაუბრა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.

ახალგაზრდებთან შეხვედრის ძირითადი თემა საგარეო პოლიტიკის მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილმა სტუდენტებს გააცნო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანები, რომელთა განხორციელებაში მნიშვნელოვანია  კომიტეტის როლი. ყურადღება დაუთმო საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით კომიტეტის, მთლიანად პარლამენტის  მხრიდან შესრულებულ საქმიანობას, სხვა საკითხებს.

შეხვედრა, ძირითადად, ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დიმიტრი ცქიტიშვილმა ამომწურავად უპასუხა სტუდენტების კითხვებს.

ახალგაზრდები დაინტერესდნენ საგარეო მიმართულებით საქართველოს  გეგმებითა და მიღწევებით, საქართველოს კავშირებითა და თანამშრომლობით სხვადასხვა ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საპარლამენტო გაერთიანებებთან, ასევე ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტებითა და მათი მოგვარების გზებით და სხვა საკითხებით.

„შეხვედრა იყო ნაყოფიერი და ძალიან საინტერესო, ორმხრივად სასარგებლო. სტუდენტებს გავაცანი  ჩვენი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტებით განსაზღვრული საგარეო-პოლიტიკური საკითხები. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ და რაზე ვმუშაობთ. მათგან იყო საკმაოდ საინტერესო კითხვები და  შეხვედრა, ძირითადად, ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შევეხეთ სხვა საკითხებსაც, როგორიცაა შრომის უფლებები, შრომის უსაფრთხოების საკითხები, რომლებიც  ასევე ჩემი საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს. მსგავსი შეხვედრები საბოლოო ჯამში ურთიერთობის  საინტერესო ფორმატს ქმნის, იმიტომ რომ ინტერაქცია ახალგაზრდებთან, მათგან მოსმენილი კრიტიკული შენიშვნები,  ზოგადად კრიტიკა, მათგან გამოხატული პოზიციები   გვეხმარება იმაში, რომ საჭირო შემთხვევაში მოვახდინოთ იმ გზებისა და მეთოდების კორექტირება, რომლითაც ვმუშაობთ.  საინტერესოა მოვისმინოთ მათი აღქმა, თუ როგორ ხედავენ ჩვენს მუშაობას, რამდენად სწორად, რამდენად დადებითად ან უარყოფითად აფასებენ მას,  შესაბამისად,  მსგავსი შეხვედრები გვეხმარება შემდგომ მუშაობაში“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
10 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს
06 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R