საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გიორგი გახარია გამოკითხა

მედია და საზოგადოება 14 Apr 2025
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გიორგი გახარია გამოკითხა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე გიორგი გახარიას მოუსმინა.


გიორგი გახარიამ კომისიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან, დაკავშირებით ახსნა-განმარტება მისცა.


მისი თქმით, 20 ივნისს აგრესიული და პარლამენტის შტურმში გადაზრდილი აქციის დაშლის ბრძანება მან გასცა.

 

გიორგი გახარიას განმარტებით, მან მხოლოდ ცრემლსადენის გაზის და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გასცა, ხოლო სხვა სპეციალური საშუალებების, მათ შორის, რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება მას არ გაუცია.


კომისიის წევრების კითხვაზე, რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით სხვამ გასცა თუ არა ბრძანება, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ ამის შესახებ მან არ იცის.

 

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ, მან ბრძანება გასცა, რომ საპოლიციო ძალებს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათ ან მოქალაქეების სიცოცხლეს პირდაპირი რისკი დაემუქრებოდათ, „პოლიციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, შეეძლოთ რეზინის ტყვიები გამოეყენებინათ.


გიორგი გახარიამ, ასევე, აღნიშნა, რომ საპოლიციო ძალებმა რეზინის ტყვიები „თვითმოგერიების კონტექსტში“ გამოიყენეს, თუმცა იყო გადაცდომები, რის შესახებაც გამოძიება ჩატარდა. კომისიის წევრების შეკითხვები, ასევე, შეეხებოდა, 2019 წლის 20 ივნისის აქციის დაშლის გეგმის შემუშავებისა და მისი განხორციელების დეტალებს.


გიორგი გახარიას განცხადებით, აქციის დაშლის ოპერაცია იდეალურად არ ჩატარებულა და ხარვეზები იყო. მისი თქმით, ყველაფერზე რაც 20 ივნისს ხდებოდა, მისი პასუხისმგებლობაა და მან ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, ხოლო სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოძიების საკითხია.


დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა გიორგი გახარიას კითხვები დაუსვეს მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში გახსნილ საპოლიციო საგუშაგო პუნქტთან დაკავშირებით.


გიორგი გახარიას განცხადებით, ახალი საგუშაგოს გახსნის მიზანი იყო პრეცედენტულად არ მომხდარიყო იმის დაშვება, რომ „ფეიკ“ რუკებით საოკუპაციო ხაზის გაფართოებისთვის რაიმე სამართლებრივი დასაბუთება გაჩენილიყო.


მისი თქმით, ეს ქმედება შეთანხმებული იყო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ადგილზე ოპერირებდნენ და ამ პროცესში სხვადასხვა სამინისტრო იყო ჩართული.


კომისიის წევრების განცხადებით, საგუშაგოს გახსნა განხორციელდა 2008 წელს მიღწეული შეთანხმების პროცედურის დარღვევით, არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საწინააღმდეგო პოზიცია, რის შედეგადაც იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც მანამდე ქართული მხარის იურისდიქცია ვრცელდებოდა, სეპარატისტების ხუთი საგუშაგო გაჩნდა და საოკუპაციო ხაზმა დაახლოებით 1,5 კმ-ით გადმოიწია.


გიორგი გახარიამ კომისიას ახსნა-განმარტება მისი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზეც მისცა.


მან ნიკანორ მელიასთვის პარლამენტის წევრის იმუნიტეტის მოხსნისა და მისი დაკავების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე დისკუსიებზე ისაუბრა.


გიორგი გახარიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ნიკანორ მელიას იმუნიტეტი მოუხსნა, მისი დაკავება ისე უნდა მომხდარიყო, რომ ამნისტიის საკითხი არ დამდგარიყო.


მისი განცხადებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უცხო ქვეყნის ელჩები არ ჩარეულან, რაზეც კომისიის წევრების მხრიდან განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა.

 

დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა ხვალ, 15 აპრილს გაიმართება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 Jun 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R